მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო

news image
mbc image

საქართველოს ბანკმა მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით DataIQ Awards 2026-ზე საერთაშორისო მასშტაბით ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო და დაჯილდოების ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა. ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით საუკეთესო გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობისთვის. 

DataIQ Awards მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დაჯილდოებად მიიჩნევა. დაჯილდოება უკვე მე-10 წელია ტარდება და 2026 წელს დაახლოებით 400 განაცხადი შეფასდა. დაჯილდოება აერთიანებს წამყვან კომპანიებს საბანკო, სადაზღვევო, საცალო, ფარმაცევტული, მედია, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა ინდუსტრიებიდან მთელს მსოფლიოში.  

კონკურსში საქართველოს ბანკთან ერთად სხვადასხვა ინდუსტრიის ისეთი საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ. 

საქართველოს ბანკმა ოთხი ჯილდო შემდეგ კატეგორიებში მიიღო: 

საუკეთესო გუნდი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით 

DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის გუნდი საერთაშორისო კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდმა AI ბანკის ყველა მიმართულებაში დანერგა და ბანკის არასაკრედიტო AI ინიციატივების წლიური გავლენა ათჯერ გაზარდა. 

 AI უკვე ფართოდ გამოიყენება ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაშიც: თანამშრომლებმა შექმნეს თითქმის 400 AI ასისტენტი, რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს, ხოლო ბექ ოფისის გუნდებში თანამშრომელთა თითქმის ორი მესამედი AI-ს ყოველდღიურად იყენებს. 

მნიშვნელოვანი მიღწევა მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით — Data Science Agent Factory 

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი Data Science Agent Factory მონაცემთა მეცნიერების მუშაობის ახალ მოდელს ქმნის. სისტემა 10-ზე მეტი სპეციალიზებული AI აგენტისა და მიკროაგენტისგან შედგება, რომლებიც მონაცემთა მეცნიერების პროექტების დაგეგმვას, კვლევას, მოდელირებას, ვალიდაციასა და დეველოპმენტს ასრულებენ. ადამიანი დეველოპერები მართავს ამ აგენტების გუნდებს, აძლევენ მათ დავალებებეს და ამოწმებენ მათ მიერ შესრულებულ შედეგებს. ეს საშუალებას იძლევა, დეველოპმენტი რამდენჯერმე უფრო სწრაფად გაკეთდეს, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. 

ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ინოვაციური გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით — Agent Orchestrator 

Agent Orchestrator დავალებას თავიდან ბოლომდე ასრულებს: აგროვებს საჭირო ინფორმაციას, გეგმავს სამუშაოს, წერს კოდს, ატარებს ტესტებს და შედეგს დეველოპერს დასადასტურებლად წარუდგენს. ამ პროცესში ადამიანის კონტროლი შენარჩუნებულია ,  რეალურ სამუშაო გარემოში დანერგვამდე ყველა ცვლილებას დეველოპერი ამოწმებს და ადასტურებს. 

პროდუქტის მთავარი განსხვავება ჩვეულებრივი კოდის ასისტენტისგან მისი დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობაა. Agent Orchestrator -ს თითოეულ ნაბიჯზე მითითება არ სჭირდება: ის იღებს კონკრეტულ დავალებას და გუნდს შესრულებულ შედეგს უბრუნებს. პროდუქტი უკვე გამოიყენება ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში და ციფრული პროდუქტების უკან არსებული პროგრამული განვითარების სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებს. მისი მოდულური არქიტექტურა სხვადასხვა გუნდს საკუთარ ამოცანებზე გამოყენებისა და ახალი შესაძლებლობების დამატების საშუალებას აძლევს.

წლის ლიდერი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით — მიხეილ ნადარეიშვილი 

DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა მსხვილი ორგანიზაციების კატეგორიაში საერთაშორისო მასშტაბით. 

DataIQ-ის შეფასებით, 2026 წლის დაჯილდოებამ წარმოაჩინა ის ორგანიზაციები და ლიდერები, რომლებიც მონაცემებსა და AI-ს არა მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის, არამედ რეალური ბიზნეს შედეგების მისაღებად იყენებენ. საქართველოს ბანკის ოთხი ჯილდო სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის საერთაშორისო აღიარებაა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

28.09.2026.16:58

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 145.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.42% წინა კვირასთან შედარებით და +9.38% გასულ
თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 241 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 137.10 - 145.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 46 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 53.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.39% წინა კვირასთან შედარებით და +7.43% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 239 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 52.10 - 53.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 46.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.57% წინა კვირასთან შედარებით და +6.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 178 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.20 - 48.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 88 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა