საქართველოს ბანკმა Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards 2025-ზე ვერცხლის ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამჯერად, ბანკმა Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards 2025-ზე, პროდუქტისა და სერვისის ინოვაციის კატეგორიაში, ვერცხლის ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია წელს საბერძნეთში, ათენში გაიმართა.
Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებიც ინოვაციური გადაწყვეტებით საბანკო სექტორს გარდაქმნიან. კონკურსის მიზანია გამოავლინოს გამორჩეული ინიციატივები, რომლებიც მომავლის ბანკინგში ახალ სტანდარტს ქმნიან.
საქართველოს ბანკმა აღნიშნული ჯილდო მოიპოვა Ads მენეჯერის პლატფორმით – ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტით, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად შექმნან შეთავაზებები და განათავსონ ისინი ბანკის ციფრულ არხებში, მათ შორის მობილბანკსა და sCoolApp-ში, სადაც ყოველთვიურად 1.7 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელია. პლატფორმა მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნესის კომუნიკაციას მომხმარებლებთან. ერთ სივრცეში შესაძლებელია როგორც შეთავაზების შექმნა, ასევე ვიზუალის შერჩევა, შედეგების გაზომვა და ანალიტიკის ნახვა. სწორედ ამ ინოვაციური მიდგომისა და მომხმარებელზე მორგებული დიზაინის წყალობით მიენიჭა საქართველოს ბანკს საერთაშორისო აღიარება.
„საქართველოს ბანკისთვის ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მუდმივ სწრაფვას ინოვაციებისკენ, ციფრული ეკოსისტემის განვითარებისა და მომხმარებელზე მორგებული სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ. საერთაშორისო დონეზე მიღწეული წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკის ინოვაციური მიდგომები საერთაშორისო მასშტაბითაც აღიარებულია. ეს მიღწევა ჩვენი გუნდის ერთობლივი ხედვისა და იმ ფასეულობების დამსახურებაა, რომელზეც ჩვენი საქმიანობაა დაფუძნებული. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ 1 750 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის საბანკო სერვისების მიღება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ, ხოლო ბიზნესებისთვის ვიყოთ არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი, რომელიც ეხმარება და ხელს უწყობს მათი საქმიანობის განვითარებაში და ავტომატიზაციაში“ - განაცხადა მაია გორგილაძემ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.