საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
საქართველოს ბანკი ლოიალური მომხმარებლისთვის საინტერესო შეთავაზებების მომზადებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, 31 ივლისს, Student Card და sCool Card-ის მფლობელები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, მინისოს ყველა ფილიალში, 30%-იან ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 50 ლარს)
ინფორმაციისთვის, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ქეშბექით ისარგებლონ, აუცილებელია შეთავაზების sCoolApp-ით გააქტიურება.
ასევე, 31 ივლისს, მხოლოდ Student Card-ით და sCool Card-ით გადახდისას ბიბლუსის, XS toys-ს, პეპელას და Carter’s-ის ქუთაისის და ბათუმის მაღაზიებში სტუდენტები და მოსწავლეები 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. (ჯამური ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი 50 ლარია)
აქაც, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ქეშბექით ისარგებლონ, აუცილებელია შეთავაზების sCoolApp-ით გააქტიურება.
გახსოვდეთ, ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
ხოლო, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Student Card-ი ან თქვენს შვილს არ აქვს sCool Card-ი, მათი აღება ძალიან მარტივად, საქართველოს ბანკის ონლაინ პლატფორმებზე შეგიძლიათ.
სხვა სიახლეები
Volvo Cars-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
22.09.2026.13:00
Volvo Cars-მა კვირას განაცხადა, რომ კლაუს ცელმერი ერთი წლის განმავლობაში კომპანიის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს, რადგან ავტომწარმოებელი მზარდად კონკურენტულ ბაზარზე გაყიდვების აღდგენას ცდილობს. შვედეთში დაფუძნებულ ავტომწარმოებელს, რომლის საკონტროლო პაკეტს ჩინური Geely Holding ფლობს, წინა მომგებიანობის მიზნების მიღწევა გაუჭირდა. ამის მიზეზი ტარიფები, ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნა და განვითარების მაღალი ხარჯებია. ცელმერი, რომელსაც ავტოინდუსტრიაში 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, ბოლოს Volkswagen-ის ბრენდის Skoda-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. კომპანიაში ის მუშაობას არაუგვიანეს 2027 წლის 1 ოქტომბრის თარიღისთვის დაიწყებს.
გასულ კვირას Volvo Cars-მა სტრატეგიული დღის ფარგლებში კომპანიამ ამბიციური გეგმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანია 2030 წლამდე 13 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს და ბაზრის წილის გაორმაგებას ისახავს მიზნად. ავტომწარმოებელი ამავდროულად აშშ-ის ტარიფებით გამოწვეულ შედეგებსა და ჩინეთში გაყიდვების შემცირებასთან გამკლავებას ცდილობს.