მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.1
-0.0079
flag
AZN 1.5281
-0.0011
flag
CNY 39.062
-0.0002
flag
EUR 2.9108
-0.0008
flag
GBP 3.4814
-0.0088
flag
KZT 57.36
0.0005
flag
TRY 0.052
0
flag
USD 2.5973
-0.0019
news banner

საქართველოს ბაზარზე ლუდის ოთხი მსხვილი მწარმოებელი კომპანია ოპერირებს - მათი შემოსავლები ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 8% - 16%-ით იზრდებოდა | TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ლუდი და უალკოჰოლო სასმელები - 2026” აქვეყნებს, სადაც სექტოის ძირითადი ტენდენციებია მიმოხილული. 

,,ლუდის გაყიდვების ძირითადი არხები, FMCG და HORECA სექტორები, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ზრდის ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება.

საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141.0 მილიონი ლიტრი შეადგინა. იმპორტირებული ლუდი ადგილობრივ მომხმარებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება და 2025 წელს ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა.

მიწოდების მხრივ, ადგილობრივი ლუდის წარმოება ზედიზედ მეორე წელს შემცირდა და 2025 წელს 114 მლნ ლიტრი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ფასების ზრდამ სექტორის შემოსავლების გაზრდას ხელი შეუწყო და ლუდის მწარმოებლების ბრუნვამ 2025 წელს 636 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019-2025 წლებში 12.1%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს შეესაბამება.

საქართველოში ასევე მნიშვნელოვნადაა განვითარებული უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია და 2025 წელს ქვეყანაში 474 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის 1.0 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორი სულ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებული ხდება - 2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 162 მილიონ ლიტრს მიაღწია და ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია გააგრძელა”, - წერს TBC Capital-ი.

TBC Capital-ის შეფასებით, საქართველოს ბაზარზე ოთხი მსვილი მწარმოებელი კომპანია ოპერირებს - მათი შემოსავლები ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 8% - 16%-ით ზრდებოდა.

ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ძირითადი მწარმოებლების შემოსავლები (მლნ. ლარი, აქციზისა და დღგ-ს გარეშე):

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მიკრობანკმა ემბისიმ Enabling Qapital-ისგან 5 მლნ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი მოიზიდა

03.11.2026.09:00

მიკრობანკმა ემბისიმ შვეიცარიული აქტივების მმართველი კომპანია Enabling Qapital-ისგან 5 მლნ ლარზე მეტი არაუზრუნველყოფილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც სრულად ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული. მოზიდული სახსრები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებასა და განვითარებას მოხმარდება. ეს ნაბიჯი ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ კიდევ უფრო მოქნილი და მრავალფეროვანი დაფინანსების პირობებით.

აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანი ეტაპია ემბისის სტრატეგიულ განვითარებაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო პარტნიორების მაღალ ნდობას კომპანიის მართვის ხარისხისა და მდგრადობის მიმართ.

“მოხარული ვართ, რომ Enabling Qapital-თან წარმატებული პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ დაფინანსების პირობები. აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ძალისხმევას, იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი ბანკი მომხმარებლისთვის,” - აცხადებს მიკრობანკი ემბისის გენერალური დირექტორი, გია პეტრიაშვილი.

ემბისი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ფონდებთან პარტნიორობას. ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საფინანსო ორგანიზაციებს შორის, რომელიც სახსრებს საერთაშორისო ინსტიტუტებიდან იზიდავს და გლობალურ კაპიტალზე აქვს წვდომა.
Enabling Qapital შვეიცარიული აქტივების მმართველი კომპანიაა, რომელიც გლობალურად ახორციელებს ინვესტიციებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ემბისი საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და საქართველოში პირველი ლიცენზირებული მიკრობანკია. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 18 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი, 300-მდე თანამშრომელს ასაქმებს და იმ მცირერიცხოვან საფინანსო ორგანიზაციებს შორისაა, რომელსაც გლობალურ კაპიტალზე აქვს წვდომა (პარტნიორები: ResponsAbility, Incofin, Symbiotics, Triple Jump, Finance in Motion, Enabling Qapital და სხვა).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა