მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ბრიტანელ იურისტებს უმასპინძლა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) ინგლისში მოღვაწე წამყვან იურისტებსა და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით, რიგით მესამე ქართულ-ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიების მთავარ მიზანს ბიზნესის სექტორში დასაქმებულ ქართველ იურისტებსა და ინგლისელ კოლეგებს შორის პროფესიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამართლებრივი სფეროს აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო საარბიტრაჟო პროცედურების განზოგადებულ პრაქტიკას, კომერციულ გარიგებებში დავების პრევენციის მექანიზმებს, ხოლო დავათა არსებობის შემთხვევაში, სამართალწარმოების ვადებსა და აღსრულების პროცედურებს.  შეხვედრის დროს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე, გამოცდილი, პრაქტიკოსი იურისტებისგან მიეღოთ, ფაქტებზე და რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული, ამომწურავი პასუხები.

 აღსანიშნავია, რომ ინგლისის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ წამყვანი იურიდიული ფირმებისა და პალატების (Chambers) წარმომადგენლები, მათ შორის: Lawlex Solicitors, Quadrant Chambers, Goldsmith Chambers, Thomas More Chambers და Outer Temple Chambers.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ და ინგლისურ იურიდიულ წრეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნესსექტორის სამართლებრივი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. ინგლისური სამართლებრივი პრაქტიკა და სტანდარტები გლობალური ბიზნესისთვის წამყვან ორიენტირს წარმოადგენს. დღევანდელი შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა ქართული ბიზნესსექტორის იურისტებისთვის, დაამყარონ პირდაპირი პროფესიული კონტაქტები ინგლისში მოღვაწე წამყვან სპეციალისტებთან, იმსჯელონ ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებზე," განაცხადასაქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ბრიტანელ იურისტებს უმასპინძლა

01.10.2026.12:45

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა