მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიას უმასპინძლა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციები, ბიზნესგარემო და კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლებს BAG ინდექსის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც დეტალურად იყო ასახული კერძო სექტორის მიმდინარე განწყობები, მოლოდინები და ეკონომიკური აქტივობის ძირითადი მაჩვენებლები.

დისკუსიისას მხარეებმა სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შრომის ბაზარზე არსებული ვითარება, დასაქმების ბარომეტრი და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რომელიც ბიზნესსექტორისთვის ერთ-ერთ უმთავრესს გამოწვევად რჩება. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაფუძნებაზეც, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეს ინიციატივა დადებითად შეაფასა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან მექანიზმად დაასახელა.

საუბარი შეეხო გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც და მის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და რეგიონულ ვაჭრობაზე. ამ კონტექსტში განიხილეს შუა დერეფნის მზარდი როლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, როგორც ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების უმთავრესი ფაქტორები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ფონდის მისიას გავუზიაროთ კერძო სექტორის ობიექტური შეფასებები, რომლებიც BAG ინდექსშია თავმოყრილი. შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრები და შრომის ბაზრის გამოწვევები, ისე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონული პროცესები, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და საინვესტიციო მიმზიდველობას განსაზღვრავს“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლევან მოსეშვილმა IATA-სთან UAG აკადემიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამების დანერგვის საკითხები განიხილა

13.11.2026.14:09

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიისა და IATA-ს შორის რეგიონული სასწავლო პარტნიორობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სტანდარტებზე, IATA-ს რეკომენდაციებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.

შეხვედრისას ასევე იმსჯელეს საინფორმაციო და ციფრული მართვის სისტემების დანერგვისა და ეფექტიანი საკომუნიკაციო და მარკეტინგული სტრატეგიების განვითარების შესაძლებლობებზე.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა აღნიშნა, IATA-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც UAG აკადემიის განვითარებისთვის, ისე მთლიანად საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვის.

UAG აკადემიამ IATA-ს აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და ასოციაციის გლობალური სასწავლო ქსელის წევრი გახდა. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, 2027 წლის თებერვლის დასაწყისიდან UAG აკადემიაში IATA-ს სასწავლო კურსები დაიწყება. კურსები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოს, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა