მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი პორტფელის მქონე კომპანია m² შეუერთდა

news image
mbc image

m², რომელიც Blockstone Capital-ის საინვესტიციო პორტფელის ნაწილია, წლების განმავლობაში აქტიურად ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის თანამედროვე ურბანული გარემოს განვითარებაში. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება მომხმარებელზე ზრუნვას, უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტური, მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ m² მუდმივად ავითარებს საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს, ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომელიც აერთიანებს ხარისხიან არქიტექტურას, უსაფრთხოებასა და თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს. ამ მიდგომით, m² ცდილობს ადამიანებს შესთავაზოს არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ გარემო, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და სრულფასოვანს ხდის.

m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას სამომავლო გეგმებსა და ახალ პროექტებს გააცნობს. ახალი ეტაპი მოიცავს კომპანიის ზრდას, ახალი პროექტების განვითარებას და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მისი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას.

„m² არის კომპანია, რომელმაც 20 წლის განმავლობაში შეძლო უძრავი ქონების ბაზარზე ახალი სტანდარტების დანერგვა, ინოვაციური ურბანული კონცეფციების შექმნა და მომხმარებლის მაღალი ნდობის მოპოვება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებს შემოუერთდა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე, ენერგოეფექტურობასა და ხარისხზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება როგორც დეველოპერული სექტორისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის ბიზნესგარემოს გაძლიერებისთვის," განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე IG Development Georgia სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი ბათუმს” ააშენებს

28.09.2026.16:20

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე IG Development Georgia „სითი მოლი ბათუმის“ პროექტს განახორციელებს, რომელიც კუნძულის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. „სითი მოლი ბათუმი“ ერთ სივრცეში გააერთიანებს 300-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს, კვების ობიექტებს, გასართობ სივრცეებსა და ყოველდღიური საჭიროებისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან სერვისებს.

პროექტის მასშტაბის მთავარ ინდიკატორს, მისი ფართობი წარმოადგენს - რეგიონში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი 170,000 მ² საერთო სამშენებლო ფართობს მოიცავს.

„ამბასადორი აილენდსა“ და IG Development Georgia-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2025 წელს გაფორმდა. პროექტის განვითარების მიმდინარე ეტაპზე უკვე განსაზღვრულია სავაჭრო ცენტრის სახელწოდება, მასშტაბი და ძირითადი კონცეფცია. „სითი მოლი ბათუმის“ გახსნა 2029 წელს არის დაგეგმილი.

„სითი მოლი ბათუმი“ ამბასადორის კუნძულზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის, რომელიც გათვლილი იქნება როგორც კუნძულის მომავალ მცხოვრებლებსა და ბათუმის ვიზიტორებზე, ისე მოდისა და შოპინგის მოყვარულებზე, მთელი რეგიონიდან. თანამედროვე სავაჭრო ცენტრი მომხმარებლებს შესთავაზებს წამყვანი ბრენდების მაღაზიების ფართო არჩევანს, კინოთეატრს, გასართობ სივრცეებსა და მრავალფეროვან სერვისებს. პროექტი ასევე გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურული კონცეფციით, რომელიც „სითი მოლი ბათუმს“ კუნძულის ერთ-ერთ სავიზიტო ნაგებობად აყალიბებს.

„სითი მოლი ბათუმი“ „ამბასადორი აილენდის“ ფართო განვითარების კონცეფციის მნიშვნელოვან მდგენელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნეს, სავაჭრო და გასართობ ეკოსისტემას კიდევ უფრო აძლიერებს. IG Development Georgia, რომელიც საერთაშორისო IG International-ის წევრია და საქართველოში City Mall-ის სავაჭრო ცენტრებს ფლობს და მართავს, პროექტში მრავალწლიანი გამოცდილებით ერთვება. „სითი მოლი ბათუმი“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია „ამბასადორი აილენდის“, როგორც თანამედროვე, მრავალფუნქციური და გრძელვადიანი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ურბანული სივრცის ჩამოყალიბების მიმართულებით.

„სითი მოლი ბათუმი“ ამბასადორის კუნძულის, როგორც თანამედროვე, მრავალფუნქციური და გრძელვადიანი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ურბანული სივრცის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას და მნიშვნელოვნად გაამყარებს პროექტის, როგორც რეგიონში ახალი მიზიდულობის ცენტრის პოზიციას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა