საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ასკანელი" შეუერთდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ოჯახს კიდევ ერთი მსხვილი და წარმატებული ქართულიკომპანია „ასკანელი" შეუერთდა.
„ასკანელი" საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელიკომპანიაა, რომელიც 1880 წლიდან დაწყებულ ოჯახურ მეღვინეობის ტრადიციას თანამედროვე, სრულიციკლის წარმოებასთან წარმატებით აერთიანებს.
დღესდღეობით „ასკანელი" 453 ჰექტარ ვენახს ფლობს და თანამედროვე ქარხნებსა და სახდელებსმართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კახეთში, თბილისსა და გურიაში. კომპანიისმრავალფეროვანი პორტფელი მოიცავს მშრალ და ცქრიალა ღვინოებს, ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს,დავარგებულ ბრენდისა და ჭაჭას. წარმოების მთელ ციკლზე მკაცრი ხარისხის კონტროლითა დათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, კომპანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოსმეღვინეობის მემკვიდრეობისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.
წლიური წარმადობით, რომელიც 20 მილიონ ბოთლს აღემატება, „ასკანელმა" მყარი საერთაშორისოპოზიციები დაიმკვიდრა და საკუთარ პროდუქციას მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზეახორციელებს.
„მოხარულნი ვართ, მივესალმოთ „ასკანელს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ეს არის კომპანია,რომელიც იდეალურად ითავსებს საუკუნოვან ქართულ მეღვინეობის ტრადიციებსა და თანამედროვე,მაღალტექნოლოგიურ წარმოებას. „ასკანელის" წარმატება და მისი გლობალური მასშტაბები კიდევერთხელ უსვამს ხაზს ქართული პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე.დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და მნიშვნელოვან წვლილსშეიტანს როგორც ასოციაციის, ისე მთლიანად ეროვნული ბიზნესსექტორის განვითარებაში," განაცხადასაქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
გაზრდილი მოთხოვნა და ახალი გეგმები - როგორ ვითარდება „ყავა ბათუმური“
14.09.2026.14:00
„ყავა ბათუმური“ მომხმარებლების მხრიდან მზარდი მოთხოვნის ფონზე განვითარებას აგრძელებს. ბოლო პერიოდში გაიზარდა როგორც ბრენდის ცნობადობა, ისე გაყიდვები, კომპანიამ კი საკუთარი პროდუქცია ბათუმის ყავის ფესტივალზეც წარადგინა. მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „ყავა ბათუმურის“ დამფუძნებელი დაჯი ხიმშიაშვილი ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები და როგორ შეიცვალა „ყავა ბათუმურის“ გაყიდვები?
ერთ-ერთი მთავარი სიახლე ის არის, რომ უფრო მეტი მომხმარებელი გვყავს. ცოტა ხნის წინ ბათუმის ყავის ფესტივალზე ვიყავით მიწვეული, სადაც მომხმარებლებს ჩვენი ყავის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ და ბევრ ადამიანს მოეწონა. მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა ცნობადობაც და გაყიდვებიც.
როგორია თქვენი მიმდინარე ასორტიმენტი?
ამ ეტაპზე ასორტიმენტში კვლავ ერთი სახეობის მარცვალი გვაქვს - მოთხოვნადი რობუსტას ჯიში. ჩვენი ყავა ნალექიანია, გამოირჩევა თავისი ქაფითა და არომატულობით. მარცვალი წვრილად არის მოხალული და დაფქული. მომავალში არაბიკას მარცვლის დამატებასაც ვგეგმავთ. ასევე, შესაძლოა, ორივე სახეობის მარცვალი ერთმანეთში ავურიოთ.
სუპერმარკეტების ქსელებში შესვლის მიმართულებით რა ეტაპზეა კომპანია და შეიცვალა თუ არა თქვენი სტრატეგია?
ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ამ ეტაპზე პროდუქცია მხოლოდ ორ ობიექტში გვაქვს წარმოდგენილი - თბილისში, პეკინის N5-ში და ბათუმში, გორგილაძის N54-ში. ასევე გვაქვს მიწოდების სერვისი და პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ლოკაციაზე მიგვაქვს.
საკუთარი კაფის გახსნის იდეა კვლავ აქტუალურია და რა ეტაპზეა პროექტი?
იდეა კვლავ აქტუალურია. ამ ეტაპზე ვეძებთ ინვესტორს, რომელსაც ექნება სურვილი, შემოგვიერთდეს და ერთად განვახორციელოთ ჩვენი გეგმები.
როგორია „ყავა ბათუმურის“ განვითარების მთავარი გეგმები მომდევნო პერიოდში?
მთავარი გეგმა ასორტიმენტის გაზრდაა. გვინდა, დავამატოთ უფრო ძლიერი მარცვლები, რადგან მომხმარებლების მხრიდან ამ მიმართულებაზე მოთხოვნა არსებობს.