მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.5
-0.0052
flag
AZN 1.5366
-0.0003
flag
CNY 38.849
-0.0015
flag
EUR 3.0465
-0.012
flag
GBP 3.5598
-0.0086
flag
KZT 57.15
0.0036
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6121
-0.0004
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ორკინი საქართველო" შეუერთდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მზარდ ბიზნეს გაერთიანებას კიდევ ერთი გამორჩეული კომპანია „ორკინი საქართველო" შეუერთდა, რომელიც ამერიკული მულტინაციონალური ბრენდის, ORKIN-ის დამოუკიდებელი, ლიცენზირებული ფრენჩაიზია. თავად გლობალური ბრენდი დარგში 1901 წლიდან საქმიანობს და მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი დამოუკიდებელი ფრენჩაიზისა და შვილობილი კომპანიების სახით. აღსანიშნავია, რომ ORKIN-ი წარმოადგენს Rollins, Inc.-ის შვილობილ კომპანიას, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა (NYSE) კვოტირებული და ავტორიტეტული S&P 500 ინდექსის შემადგენლობაში შედის.

„ორკინი საქართველო" ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან საქმიანობს. კომპანია მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალურ მომსახურებას (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და სხვა პროფესიონალური დანიშნულების სერვისები) სთავაზობს, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომერციულ სექტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა პირდაპირ კავშირშია შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობასთან, სურსათის უვნებლობასთან, ჰიგიენა-სანიტარიასთან, მომხმარებლის ჯანმრთელობასთან, შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან. დღეისათვის „ორკინი საქართველო" 100-მდე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს აერთიანებს, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით დამკვეთებს მეცნიერულ ცოდნასა და დარგში საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ მომსახურებას სთავაზობენ.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას „ორკინი საქართველო" შეუერთდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების გაწევრიანება, რომლებიც ქვეყანაში მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, მეცნიერულ ცოდნასა და გლობალურ პრაქტიკას ამკვიდრებენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად არის მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი BAG-ის წევრებს კონსტრუქციულ დიალოგში სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის ბიზნესგარემო კიდევ უფრო სტაბილური და საინვესტიციოდ მიმზიდველი გავხადოთ" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში – შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის

24.08.2026.18:04

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია.

თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი კლუბის 10 მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება, ერთი წლის განმავლობაში.
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ როგორც კლუბის მოქმედ მოსწავლეებს, ისე ბავშვებს, რომლებსაც ჭადრაკის შესწავლა სურთ. პროგრამაში მონაწილეობა 5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, მთავარი კრიტერიუმი კი ინტერესი და მოტივაციაა.

სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტიპენდიის მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე

რეგისტრაციისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამოტივაციო წერილს, რომელიც ბავშვის ინტერესების, მიზნებისა და მოტივაციის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას გულისხმობს. ფოთის საჭადრაკო კლუბთან პარტნიორობით კი ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს როგორც მრავალწლიანი საჭადრაკო ტრადიციის გაგრძელებას, ისე ახალი თაობის ჩემპიონებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა