მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და იორდანიის ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და მისი პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი ამმანში, იორდანიის დედაქალაქში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივების განხილვა.  

ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრა გაიმართა იორდანიის ინვესტიციების სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ზაჰერ ალ-კატარნესთან, სადაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისების გზები განიხილეს, ისევე როგორც ერთობლივი პროექტების განვითარების შესაძლებლობები ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ იორდანიის საინვესტიციო გარემო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა რეგიონში — „ერთი ფანჯრის" სისტემით, ინვესტორთა დაცვის მკაფიო გარანტიებითა და კონკურენტუნარიანი საგადასახადო მოდელით.

გარდა ამისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ იორდანიის ბიზნეს ასოციაციას, სადაც  იორდანელ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ვაჭრობის დინამიკის გაზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკრეტულ სექტორულ პარტნიორობაზე, განსაკუთრებით ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და იორდანიის ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,  რომელიც  ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, საინვესტიციო ფორუმებისა და ბიზნესის შეხვედრების ორგანიზებას, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას.

მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს თბილისში „საქართველო–იორდანიის ბიზნეს ფორუმი" გაიმართება, რომლის მიზანი იქნება ორმხრივი ბიზნესკავშირების ინსტიტუციური გამყარება და ახალი პროექტების წარდგენა. 

„იორდანია  რეგიონში კარიბჭეა, სადაც ნელ-ნელა ჩნდება უამრავი შესაძლებლობა ქართული კომპანიების ჩართულობისთვის. მაღალი სტანდარტები და საინვესტიციო გარემო, რომელიც იორდანიას აქვს ინვესტორებს უქმნის დაცულობის შეგრძნებას, რაც თავის მხრივ, ქმნის მყარ საფუძველს ორმხრივი თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ, საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, მარტივი საგადასახადო სისტემით და 2.5 მილიარდიანი ბაზრების გამარტივებული წვდომით, შეიძლება გახდეს დამატებითი საინვესტიციო ადგილი იორდანიული კომპანიებისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა