მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციაციას შორის შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარ მიზანს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება, ერთმანეთის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და სტრატეგიული მიზნების იდენტიფიცირება წარმოადგენდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორი ქვეყნის ბიზნესგარემო და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილებას, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე. დადებით გამოცდილებასთან ერთად, მხარეებმა მიმოიხილეს ის ძირითადი ასპექტები და ადმინისტრირების მოქმედი პროცედურები, რომელიც პოტენციურ რისკებს ქმნის ბიზნეს საქმიანობისთვის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.

ბიზნეს კავშირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობასა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერაზე, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმება.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია პარტნიორებთან ცოდნისა და იმ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რაც საგადასახადო ადმინისტრირებისა და ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით დაგვიგროვდა. ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციის წარმომადგენლებთან დიალოგი გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავაანალიზოთ საერთო გამოწვევები და ვიპოვოთ გზები, რომლებიც ჩვენი წევრი კომპანიებისთვის სხვადასხვა იურისდიქციაში საქმიანობას უფრო მარტივსა და გამჭვირვალეს გახდის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა