საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით კიბერჰიგიენისა და სოციალური ინჟინერიის ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიბერჰიგიენასა და სოციალურ ინჟინერიაზე ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნული საგანმანათლებლო ინიციატივა მიზნად ისახავდა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში არსებული ძირითადი გამოწვევების განხილვას, მნიშვნელოვანი ასპექტების ანალიზსა და იმ აპრობირებული პრაქტიკის გაზიარებას, რომელთა ერთობლიობაც პირდაპირ გავლენას ახდენს ნებისმიერი კომპანიის ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობასა და მდგრადობაზე. სასწავლო პროგრამა დაეფუძნა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის ISO/IEC 27032 სახელმძღვანელო პრინციპებსა და კიბერჰიგიენასა და სოციალურ ინჟინერიაში დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკებს, რაც მონაწილეებს დაეხმარა კიბერუსაფრთხოების კომპლექსური მექანიზმების საერთაშორისო ჩარჩოებში აღქმასა და გააზრებაში. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ მასალას, ისე ინტერაქციულ კომპონენტებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
აღნიშნული თემის აქტუალობაზე საუბრისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ხაზი გაუსვა ციფრული უსაფრთხოების როლს თანამედროვე კორპორაციულ მართვაში. მისი განცხადებით: „დღევანდელ რეალობაში კიბერუსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ ტექნიკური ჯგუფების პასუხისმგებლობა, არამედ ის წარმოადგენს ბიზნესის მდგრადობისა და უწყვეტობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას. სოციალური ინჟინერიის მეთოდები სულ უფრო დახვეწილი ხდება, რის გამოც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თითოეული თანამშრომლის ცნობიერების ამაღლებასა და ელემენტარული კიბერჰიგიენის წესების დაცვას, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ადამიანური ფაქტორით გამოწვეული რისკები. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს ინიციატივებს, რათა წევრ კომპანიებს ხელი შეუწყოს საოპერაციო გარემოს მაქსიმალურ დაცვასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში".
ტრენინგს გაუძღვა წამყვანი ექსპერტი ნიკოლოზ გიორგაშვილი, რომელსაც კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში 18-წლიანი უწყვეტი პროფესიული გამოცდილება აქვს. ამჟამად იგი იკავებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციას.
დღის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მანიპულაციის ხელოვნება, სოციალური ინჟინერიის თანამედროვე მეთოდები და გაეცნენ რეალურ ვიდეო მაგალითებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური ინჟინერიის შეტევების ადრეულ ეტაპზე ამოცნობას, ინსაიდერულ საფრთხეებსა და მათგან თავდაცვის ქმედით ზომებს. თეორიული ცოდნის განსამტკიცებლად, ჩატარდა სპეციალური პრაქტიკული სავარჯიშოები/ფიშინგ ტესტები, რაც კომპანიის თანამშრომლებს მომავალში რეალური საფრთხეების იდენტიფიცირებაში დაეხმარება. ტრენინგის დასკვნითი ნაწილი დაეთმო ინციდენტებზე რეაგირების გეგმებს, პრევენციულ თავდაცვის სტრატეგიებს, ორგანიზაციული კიბერკულტურის განვითარებასა და ინტერაქციულ კითხვა - პასუხის სესიას, სადაც წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და დღის განმავლობაში განვლილი მასალა შეაჯამეს.
სხვა სიახლეები
მოემზადე PLUS - ის დაბადების დღისთვის - იშოპინგე და დააგროვე მეტი PLUS ქულა
29.05.2026.18:13
საქართველოს ბანკი PLUS-ის დაბადების დღის ფარგლებში მომხმარებლებისთვის სპეციალურ შეთავაზებებს აგრძელებს. PLUS ბარათის მფლობელებს სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში PLUS ქულების ქეშბექი დახვდებათ.
1 ივნისს, Puma-ში, Under Armour-ში, Adidas-სა და Top Sport-ში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (ყველა ობიექტში ჯამურად, მაქსიმუმ 200 ლარის PLUS ქულა)
შეთავაზება არ ვრცელდება Outlet Village-ის ფილიალებზე, ასევე Top Sport-ში Nike-ისა და Crocs-ის ბრენდებზე.
შეთავაზებები დაგხვდებათ სხვა პარტნიორ ობიექტებშიც: 2 ივნისს - Enza Home-ში; 4 ივნისს - Matalan-ში, 5 ივნისს - Principe-ში, ხოლო 6 ივნისს Penti-ში, 20%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებთ.
1 ივნისს Giordano-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 30%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულა).
31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, Chita-ს ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულა)
გარდა ამისა, 25 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, Drawbox-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 20%-იან PLUS ქულების ქეშბექით ისარგებლებენ.
სპეციალური შეთავაზება ელოდებათ მომხმარებლებს Ritzy Space-შიც - 31 დეკემბრის ჩათვლით, PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ქულების სახით. შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკური, ასევე Wallet-ში დამატებული ბარათით გადახდისას.
ინფორმაციისთვის, შეთავაზებებით სარგებლობისთვის აუცილებელია PLUS ბარათის გამოყენება და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი კი მომენტალურად აისახება ანგარიშზე.
ასე რომ, მოემზადე PLUS დაბადების დღისთვის, შეიძინე სასურველი ნივთი და მიიღე უფრო მეტი სარგებელი.