მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.2
0.0031
flag
AZN 1.5493
-0.0004
flag
CNY 38.905
0.0029
flag
EUR 3.0191
0.0119
flag
GBP 3.5568
0.0293
flag
KZT 55.87
0.0009
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6333
-0.0011
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში და „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის №70 დადგენილებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვას.  შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი, ეკატერინე სურმავა და  სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტური.

 

შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის განახლებული წესები, ვადები და პროცედურები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 15 აპრილს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, მთავრობის #70 დადგენილებით დააზუსტა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებების მთავარი მიზანი შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მათი პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფაა.

 

განახლებული კანონმდებლობის მიხედვით, მნიშვნელოვნად დაზუსტდა საგამონაკლისო კატეგორიები და განისაზღვრა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ზუსტი ჩამონათვალი, რომლებზეც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება აღარ ვრცელდება. მათ შორის არიან სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულები, I, II და III კატეგორიის საწარმოების ხელმძღვანელი და მმართველობითი ორგანოების წევრები, სრულად დისტანციურად მომუშავე უცხოელები, რომლებიც საქართველოში შემოსვლის გარეშე მუშაობენ ადგილობრივი დამსაქმებლისთვის, ასევე არარეზიდენტი პირებისთვის მომსახურების გამწევები, კულტურული მემკვიდრეობის სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული პირები და სხვა განსაზღვრული კატეგორიები.

 

ცვლილებების ფარგლებში პირველად განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის ნებართვის გარეშე განხორციელების პროცედურა, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 4 თვის ვადით არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, საქმიანობის დაწყებამდე დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია წინასწარ, სრულიად უფასოდ განახორციელოს რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო კომპანიების მხრიდან მათი დასაქმებულებისათვის შრომითი საქმიანობის ნებართვის მოპოვების წესსაც. კერძოდ, თუ დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში გეგმავს 5-ზე მეტი უცხოელის დასაქმებას, მან შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით სააგენტოსთან წლიური კვოტა უნდა შეათანხმოს. კვოტირების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება კომპანიის წლიური ბრუნვა, რაც თითოეულ დასაქმებულ უცხოელზე არანაკლებ 50 000 ლარს შეადგენს.

 

„ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია შრომითი მიგრაციის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით დროული და ამომწურავი ინფორმაციის მიღება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია საოპერაციო პროცესების შეუფერხებელ მუშაობასთან. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოვისმინოთ პრაქტიკული განმარტებები, რაც კომპანიებს ახალ წესებთან სწრაფ და ეფექტურ ადაპტაციაში დაეხმარება", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა პრაქტიკულ საკითხზე. შრომითი მიგრაციის ახალ წესებთან დაკავშირებული დოკუმენტების სრული ჩამონათვალი და დამატებითი საინფორმაციო მასალები ხელმისაწვდომია ოფიციალურ პორტალზე: labourmigration.moh.gov.ge.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GPR Nuts საექსპორტო არეალს აფართოებს - შემდეგი მიმართულება აზიის ბაზარია

16.07.2026.18:00

GPR Nuts- ქართული თხილის საექსპორტო არეალის გაფართოებას აგრძელებს. სკანდინავიის ბაზარზე წარმატებული შესვლის შემდეგ, კომპანია ახალი სეზონიდან აზიის მიმართულებით ექსპორტის დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ განუცხადა.

რა არის GPR Nuts-ის მთავარი სიახლეები ამ ეტაპზე და რა მიმართულებებზეა კომპანია დღეს ორიენტირებული?

მიმდინარე თხილის სეზონი არაერთი გამოწვევით გამოირჩეოდა. თურქეთში, რომელიც მსოფლიოში თხილის მთავარი მწარმოებელი ქვეყანაა, მოსავლის სიმცირემ და ხარისხთან დაკავშირებულმა პრობლემებმა საექსპორტო ფასების ზრდა გამოიწვია. შედეგად, გლობალურ ბაზარზე თხილზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა ქართული თხილი, თურქულთან შედარებით უფრო კონკურენტული ფასის გამო, კვლავ მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა. ფაქტობრივად, 2025 წლის ქართული თხილის თითქმის მთელი მოსავალი უკვე ექსპორტირებულია, მაშინ როდესაც თურქეთში გასული სეზონის მოსავლის ნაწილი კვლავ გაუყიდავია.

როგორ აფასებთ მიმდინარე სეზონს როგორც მოსავლის, ისე მოთხოვნის კუთხით? რომელ ბაზრებზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი ინტერესი ქართული თხილის მიმართ?

ახალ 2026 წლის მოსავლზე მოლოდინები ხარისხისა და რაოდენობის კუთხით დამაიმედებელია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ძირითადად ყველა მწარმოებელ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთშიც. გამომდინარე აქედან, ფასის მეტად დასტაბილურებას ველოდებით. მთავარია ივლისის თვეში გარემო პირობებმა არ გააუარესოს თხილის ხარისხი და ასევე მოსავლის აღების პერიოდში მოხერხდეს მოსავლის სწორად დაბინავება, მისი დროული კრეფა, შრობა და დასაწყობება.

გაფართოვდა თუ არა GPR Nuts-ის საექსპორტო არეალი? თუ კი, რომელ ახალ ბაზრებზე დაიწყეთ ოპერირება ან რომელ მიმართულებებზე მუშაობთ?

GPR- ის საექსპორტო ბაზრების არეალი დიდია, არსებულ, ტრადიციულ შემსყიდველებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველ წელს ვახდენთ თხილის მიწოდებას, თუმცა ასევე ვცდილობთ გავაცნოთ ქართული თხილი ჯერ კიდევ აუთვისებელ ბაზრებს, როგორიცაა აზიის მიმართულება, სკანდინავიის ქვეყნები და სხვა. წელს უკვე ტრადიციული ევროპული ქვეყნების გარდა, მიწოდებები განვახორციელეთ სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც ხარისხზე მოთხოვნა ბევრად მკაცრია და შესაბამისად ავითვისეთ ახალი ბაზრები.

რა არის კომპანიის სამომავლო მთავარი პრიორიტეტები? გეგმავთ თუ არა ახალი პროდუქტების, პარტნიორობების ან სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას?

კომპანია ახორციელებს მაღალ ხარისხიანი ქართული თხილის ექსპორტირებას. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებთან მუდმივად მუშაობს თხილის ხარისხისა და პირველადი წარმოების გაუმჯობესების გზებზე, ისევე როგორც საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს, ახალი სეზონიდან აუთვისებელი აზიის ბაზრებთან აქტიური მოლაპარაკებების საფუძველზე, ვგეგმავთ მათთან ქართული თხილის მიწოდების დაწყებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა