საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია ჯუნი გახდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანია და DMC ოპერატორი „ჯუნი" შეუერთდა. კომპანია, რომელიც ათ წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე, დარგის აღიარებული ლიდერი და ინოვატორია.
„ჯუნი" ისრაელის ავიახაზების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ადგილობრივი ბაზრის 30%-ზე მეტს ფლობს, რაც წელიწადში დაახლოებით 150 000 ვიზიტორს შეადგენს. კომპანიის რეპუტაცია დაფუძნებულია სანდოობაზე, სტაბილურობასა და სექტორის სიღრმისეულ ცოდნაზე.
აღსანიშნავია, რომ „ჯუნი" იყო კომპანია, რომელმაც ფინანსურად დაუჭირა მხარი პარტნიორ ავიაკომპანიას, რათა ზამთრის სეზონზეც უზრუნველეყო ოპერაციების უწყვეტობა ბათუმში. აღნიშნულმა სტრატეგიულმა სუბსიდიამ ხელი შეუწყო მთელი წლის განმავლობაში საჰაერო კავშირის შენარჩუნებას, ტურისტული ნაკადების მხარდაჭერასა და ბაზრის სტაბილურობას დაბალი სეზონის პერიოდში. კომპანიის პროაქტიული ინვესტიცია ნათლად გამოხატავს დანიშნულების ადგილის განვითარებისადმი გრძელვადიან ერთგულებას და ავიაკომპანიებთან მყარ პარტნიორულ ურთიერთობებს.
დღეისათვის კომპანია აქტიურად აფართოებს გეოგრაფიულ არეალს და მუშაობს ინდოეთის მზარდ ბაზარზე, სადაც საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას უწევს.
„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დიდ ოჯახს კიდევ ერთი ძლიერი და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია შემოუერთდა. ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია, ხოლო „ჯუნის" მსგავსი პროფესიონალური და სტრატეგიულად მოაზროვნე მოთამაშეების აქტიურობა კიდევ უფრო აძლიერებს ბიზნესგარემოს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ დარგში არსებული გამოწვევების დაძლევასა და ახალი შესაძლებლობების რეალიზებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
24.10.2026.21:32
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.
ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).
„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.
Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.
„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.