მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „კლინტექი" გახდა

news image
mbc image

პროფესიული ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებების წამყვანი ქართველი მწარმოებელი „კლინტექი", რომელიც 2003 წელს დაფუძნდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შეურთდა.

კომპანიამ, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ერთი ბრენდის იმპორტით იყო დაკავებული, განვითარების მასშტაბური გზა გაიარა და დღეს ბაზარზე წარმოდგენილია როგორც პროდუქციის ადგილობრივი მწარმოებელი, დისტრიბუტორი და ტექნიკური სერვისების პროვაიდერი.

დღეისათვის კომპანია საკუთარი ბრენდით „ზომა" აწარმოებს 121 დასახელების სარეცხ, სადეზინფექციო და კოსმეტიკურ საშუალებას, ასევე 36 სახეობის ქაღალდის ჰიგიენურ პროდუქციას. საწარმოო პროცესში გამოიყენება მაღალი ხარისხის ევროპული, თურქული და ჩინური ნედლეული, ხოლო ბოთლების წარმოებაზე შვილობილი კომპანია „პოლიქენი" ზრუნავს. „კლინტექის" განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო პარტნიორებთან (Diversey, Bayer, Mercator, BASF, SaniPack, Ermop) თანამშრომლობის გამოცდილებამ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერამ, რამაც ინვესტიციების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა უზრუნველყო.

კომპანიის საქმიანობის საკვანძო რგოლია საკუთარი საწარმოო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც კვალიფიციური ქიმიკოსები და გაყიდვების გუნდი მჭიდრო თანამშრომლობით ქმნიან ახალ ფორმულებსა და სურნელებს. პროდუქციის წარმოებასთან ერთად, „კლინტექი" მომხმარებლებს სთავაზობს ტრენინგ-ცენტრის მომსახურებას (HACCP-ისა და სანიტარიული ნორმების სწავლება), ტექნიკურ მხარდაჭერასა და გამართულ ლოგისტიკურ ქსელს თბილისში, კახეთში, ქუთაისსა და ბათუმში.

აღსანიშნავია „კლინტექი" ინარჩუნებს საშუალოდ 20%-იან წლიურ ზრდას და პროდუქცია აქტიურად გააქვს სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2027 წლის თებერვლამდე კომპანია გეგმავს სარეცხი საშუალებებისა და ქაღალდის პროდუქციის საწარმოო სიმძლავრეების გაორმაგებას, რაც საშუალებას მისცემს, ადგილობრივი „ზომას" ბრენდით ჩაანაცვლოს იმპორტირებული პროდუქცია ქართული რითეილის თაროებზე, გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი და გავიდეს მეზობელი ქვეყნების საცალო ბაზრებზე.

„მივესალმებით კომპანია „კლინტექის" გაწევრიანებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. განსაკუთრებით დასაფასებელია კომპანიის ტრანსფორმაციის გზა იმპორტიორობიდან ადგილობრივ მწარმოებლობამდე, რაც პირდაპირ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებსა და იმპორტჩანაცვლების სტრატეგიას.„კლინტექის" მიერ მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, საკუთარი კვლევითი ლაბორატორიისა და საწარმოო სიმძლავრეების განვითარება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართულმა ბიზნესმა დაიკავოს წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე და წარმატებით გავიდეს ექსპორტზე. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის სამომავლო გაფართოებას, ისე ზოგადად სექტორულ განვითარებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

05.11.2026.12:56

Erborian კორეული წარმოშობის პრემიუმ კლასის კანის მოვლის ბრენდია, რომელიც დღეს მსოფლიოს 53 ქვეყანაშია წარმოდგენილი. დღეიდან Erborian-ის პროდუქცია მისი ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორის - PSP-ს სააფთიაქო ქსელში უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

2007 წელს შექმნილი ბრენდს საფუძლად დაედო კორეული სილამაზის ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა. თუმცა Erborian მუდმივად ავითარებს ახალ მიდგომებს კანის მოვლისადმი, მიკრონემსებით შთაგონებული ტექნოლოგიებიდან ინოვაციურ დამატენიანებელ ფორმულებამდე მთავარი იდეის გარშემო - გახადოს კანის მოვლა კიდევ უფრო ეფექტური, თანამედროვე და სასიამოვნო.

Erborian-ის საერთაშორისო წარმატებას საკულტო BB და CC კრემებმა ჩაუყარა საფუძველი. პროდუქტებმა, რომლებიც კანის მოვლასა და მაკიაჟის ფუნქციებს აერთიანებს, ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. თუმცა Erborian-ის განვითარება ამ პროდუქტებით არ შეჩერებულა და მუდმივად ავითარებს ახალ ფორმულებს. 

ბრენდის ფილოსოფიაში განსაკუთრებული ადგილი კორეულ ინგრედიენტებს უჭირავს. ბუნებრივი აქტიური კომპონენტები - ჟენშენი, ცენტელა, ბამბუკი, იუზუ და კორეული თოვლის სოკო Erborian-ის ფორმულებში თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად მუშაობს. Erborian-ის ხელწერა სწორედ ამ სინთეზშია - კორეული ინგრედიენტები, ფრანგული დახვეწილობა და მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ. 

„PSP საქართველოში მომხმარებელს კორეული კოსმეტიკური ბრენდების პირველი დისტრიბუტორია. 2018 წელს პირველი კორეული ბრენდი -Mizon სწორედ PSP-მ გააცნო ქართველს მომხმარებელს. დღეს PSP 10-ზე მეტი K-Beauty-ს ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია და Mizon, Missha, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX და Erborian-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

PSP, როგორც საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდი, ქართულ საზოგადოებას თანამედროვე K-Beauty-ის ტოპ ახალ ბრენდებს აცნობს. დღეიდან მომხმარებელს უკვე შეუძლია აღმოაჩინოს Erborian და შეარჩიოს სასურველი პროდუქტი“ - აცხადებენ PSP-ში.

Erborian არის ბრენდი, რომელიც ორგანულად აერთიანებს კორეულ ცოდნას, ფრანგულ დახვეწილობას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და აზრიარებს აღმოსავლეთის თავის მოვლის ფილოსოფიას მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე საქართველოშიც.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა