მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ციტადელი" გახდა

news image

"ციტადელი", რომლის ისტორია 2011 წლიდან იწყება და დაარსების დღიდან სამშენებლო მასალების ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

კომპანიის განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა შეძლო ბაზარზე პოზიციების გამყარება და საკუთარი სტანდარტების დამკვიდრება, რამაც გამორჩეულ მოთამაშედ აქცია.

დღეს „ციტადელი" მომხმარებლებთან ურთიერთობას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს, მათ შორისაა: დისტრიბუცია, საცალო და კორპორატიული გაყიდვები, ასევე ონლაინ პლატფორმა.

კომპანიის განვითარების პარალელურად და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებასთან ერთად, მუდმივად იზრდება პროდუქციის ასორტიმენტიც. დღეს „ციტადელი" მომხმარებელს ფუნდამენტური მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მრავალფეროვან სამშენებლო მასალებს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ და წამყვან ბრენდებთან, მათ შორისაა: PERI, CHROMODOMI, ROCKWOOL, ICOPAL, PENOPLEX, TGM, LIEBHERR, COMANSA, ISOVER, GOCHMAKSAN, BAYMAK, SYPLY, WEBER, MAPEI, TECHNOSONUS, FOX BAU და სხვა.

დღეს „ციტადელის" ისტორიას 300 თანამშრომლისგან დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდი ქმნის. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული თანამშრომლის პოტენციალის განვითარებას და აქტიურად ნერგავს ინოვაციურ მიდგომებს სამშენებლო სფეროში.

„გვიხარია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ციტადელი" შემოუერთდა. სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების გაძლიერება, რომლებიც ბაზარზე მაღალი ხარისხის სტანდარტებს ამკვიდრებენ. დარწმუნებული ვართ, რომ „ციტადელის" გამოცდილება და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობაში და ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია

30.04.2026.20:00

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.

„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა