მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი Steve Jobs American Academy გახდა

news image
mbc image

Steve Jobs American Academy, რომლის მისიაა გლობალური ტექნოლოგიური ლიდერების აღზრდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

აკადემია პასუხობს ტექნოლოგიური პროგრესით განპირობებულ ორ ფუნდამენტურ გლობალურ გამოწვევას: ფორმალური განათლების ჩამორჩენას მომავლის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების შედეგად მოსალოდნელ სისტემურ რისკებს.

Steve Jobs American Academy წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო ეკოსისტემის ნაწილს და მისი პროგრამები ხორციელდება 100-ზე მეტ ქვეყანაში. პროგრამები სერტიფიცირებულია Google-ისა და Microsoft-ის მიერ და აღიარებულია Harvard School of Education-ისა და European Union Commission-ის მიერ. გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ჩვენი ჩართულობა, მათ შორის Apple-ის აქციონერობა, ასახავს აკადემიის გრძელვადიან ტექნოლოგიურ ხედვას. საქართველოში აკადემიამ საქმიანობა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო და დღეს წარმოდგენილია 5 ფილიალით და 800-მდე მოსწავლით.

აღსანიშნავია, რომ აკადემიაში ფუნქციონირებს სამი სასტიპენდიო ფონდი, რომლებიც აფინანსებენ სტივჯობსელთა განათლებას, სტარტაპ პროექტებსა და სოციალურ აქტივობებს. აკადემია ახორციელებს საერთაშორისო მობილობის პროგრამებს მსოფლიო მასშტაბით: უკვე განხორციელდა პრაღისა და გერმანიის საზაფხულო სკოლები TMobile-ის სასწავლო ცენტრში, ხოლო წელს დაგეგმილია CERN-ის, გაეროს და NASA-ს ექსპედიციები. წელს ასევე იგეგმება რამდენიმე მასშტაბური პროექტი და მათ შორის AI ინტეგრირებული ბიზნეს ცენტრების განვითარება, რომელიც ფოკუსირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციასა და მათი მზაობის გაზრდაზე საერთაშორისო ბაზრებისთვის.

„Steve Jobs American Academy-ის გაწევრიანება საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქმნის მნიშვნელოვან წინაპირობას განათლებისა და ბიზნესის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს ინოვაციური განათლების განვითარებას, ტექნოლოგიების მცოდნე პროფესიონალების მომზადებასა და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაძლიერებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა შედეგებით დაბრუნდა „ანიგოზი“ SIAL Paris 2026-დან და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

29.10.2026.18:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, SIAL Paris 2026-ზე საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ემსახურება.

მონაწილე კომპანიებს შორის ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანია „ანიგოზიც“ იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამჟამად რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი კომპანია საახალწლო სეზონისთვის ემზადება, რომელიც პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ის გამოფენას და კომპანიისთვის რამდენად შედეგიანი იყო მასში მონაწილეობა?

SIAL Paris 2026 ჩვენი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიება იყო. ყველა საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდაში და ახალი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა SIAL Paris, რომელიც ევროპაში საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.

ჩვენი კომპანია რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში და ყოველწლიურად ვიღებთ დადებით უკუკავშირსა და მნიშვნელოვან ბიზნესშედეგებს.

წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან, რომლებსაც გამოფენის ფარგლებში ჩვენი პროდუქცია გავაცანით - ახალი მოსავლის ქართული კაკალი. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება და საფუძველს ჩაუყრის ახალ, გრძელვადიან ბიზნესთანამშრომლობას.

აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რომელიმე ქვეყანასთან ექსპორტის მიმართულებით?

დიახ, მოლაპარაკებები გვაქვს. როგორც არსებულ ძველ პარტნიორებთან, ასევე ახლებთან რომლებიც გამოფენის ფარგლებში გავიცანით.

⁠როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ახლოვდება ჩვენთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნადი წინა საახალწლო პერიოდი და ვემზადებით გაორმაგებული ძალისხმევით მუშაობისთვის როგორც ადგილობრივბაზარზე რეალიზაციის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო აქტივობებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა