მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს.

შეხვედრაზე სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, კერძო სექტორის განწყობები და მოლოდინები, რის ფონზეც განსაკუთრებული აქცენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დინამიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე გაკეთდა. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საწვავისა და სასუქების ფასების ცვალებადობის ანალიზს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც სოფლის მეურნეობის სექტორზე, ისე მთლიანად კერძო სექტორის საოპერაციო ხარჯებზე. შეხვედრაზე, საუბარი ასევე შეეხო, მთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმებსა და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლობას BAG ინდექსის პირველი კვარტლის პირველადი შედეგები გააცნო, რომელიც უახცლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთა შორის სავალუტო ფონდს გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენთვის პატივია, რომ ფონდის მისია ვიზიტის დროს ყოველთვის გამოთქვამს სურვილს ესტუმროს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მოისმინოს ბიზნესში არსებული განწყობები და შეფასებები. ამჯერადაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკის პარამეტრები და მიმდინარე გამოწვევები, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორზე", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სომხეთის ბაზარზე შესვლის შემდეგ Kdema ახალ ექსკლუზიურ ხაზს ამზადებს

09.10.2026.12:00

„კდემა“ ქართული წარმოების აქსესუარების, ჩანთებისა და ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. შემოდგომის სეზონი კომპანიამ განახლებული კოლექციითა და გაფართოებული ასორტიმენტით დაიწყო. „კდემას“ საქმიანობის, საერთაშორისო მიმართულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის კრეატიული დირექტორი ანი ჯვარიძე ესაუბრა.

რა შეიცვალა კომპანიაში ბოლო პერიოდში და როგორ აფასებთ ამ ეტაპზე კომპანიის განვითარებას?

„კდემამ“ შემოდგომის სეზონი განახლებული კოლექციითა და გაფართოებული ასორტიმენტით დაიწყო. მიმდინარე სიახლეებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სომხეთის ბაზარზე გასვლა, რაც ბრენდის საერთაშორისო განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

სექტემბერში „კდემამ“ ერევანში პირველი კოლექცია გაგზავნა, რომელიც კონცეპტუალურ მულტიბრენდულ მაღაზია ser.evn-ში განთავსდა. მაღაზიაში სხვადასხვა ქვეყნის არაერთი ბრენდია წარმოდგენილი, რაც „კდემას“ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ბრენდების გვერდით წარადგინოს და ახალ აუდიტორიას გააცნოს.

ჩვენთვის სომხეთის ბაზარზე გასვლა მხოლოდ გაყიდვების ახალი არხის დამატებას არ ნიშნავს. ეს არის შესაძლებლობა, ქართული წარმოების პროდუქცია კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ, გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე.

როგორია მოთხოვნა ამ ეტაპზე და რომელ პროდუქტებზეა ყველაზე მაღალი ინტერესი?

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა „კდემას“ ფეხსაცმელებზე, რაც ჩვენთვის ამ მიმართულების განვითარების დამატებითი მოტივაცია გახდა.

საშემოდგომო კოლექციის ფარგლებში მომხმარებლებს სხვადასხვა დიზაინის ნატურალური ტყავის ლოფერებს ვთავაზობთ, რომლებიც აერთიანებს ბრენდისთვის დამახასიათებელ მინიმალისტურ ესთეტიკას, დახვეწილ დიზაინსა და პრაქტიკულობას.

როგორ ვითარდება ბრენდის საერთაშორისო მიმართულება და რა ეტაპზეა ესპანეთის ბაზარზე შესვლის პროცესი?

როგორც უკვე ცნობილია, „კდემა“ ესპანეთშიც, კერძოდ, ქალაქ ბილბაოშია წარმოდგენილი. ეს ბრენდის საერთაშორისო განვითარების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქცია წარმოვადგინოთ. გვჯერა, რომ ქართულ ბრენდებს აქვთ პოტენციალი, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში, და გვსურს, კდემაც ამ პროცესის ნაწილი იყოს.

საერთაშორისო მიმართულების გარდა, რა არის კომპანიის შემდეგი ნაბიჯები და რა გეგმები გაქვთ მომავალში?

უახლოეს მომავალში „კდემას“ განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დამოუკიდებელი ექსკლუზიური ხაზის დამატება იქნება.

ახალი ხაზის ფარგლებში მომხმარებლებს კიდევ უფრო დახვეწილ პროდუქციას შევთავაზებთ, რომელიც ბრენდისთვის დამახასიათებელ ელეგანტურობასა და მინიმალიზმს შეინარჩუნებს, თუმცა განსხვავებული დიზაინითა და ესთეტიკური მიდგომით გამოირჩევა.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უცვლელია: შევქმნათ ხარისხიანი, გამორჩეული და მდგრადი პროდუქცია, რომელიც თანამედროვე ქალის ინდივიდუალურობასა და ცხოვრების სტილს გამოხატავს.

აღსანიშნავია, რომ „კდემა“ იყენებს ეკომეგობრულ მასალებს. პროდუქციის მიწოდება ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. თბილისში შეკვეთები, როგორც წესი, მეორე დღესვე მიეწოდება მომხმარებელს, ხოლო რეგიონებში 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა