საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, ამის შედეგებიც თავლსაჩინოა - ხოსე ენრიკე ბოფილი
საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, ამის შედეგებიც თავლსაჩინოა - ამის შესახებ, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, ამის შედეგებიც თავლსაჩინოა. ეკონომიკის ზრდა კი აისახება ყველა სფეროზე და ერთ-ერთი სწორედ წყალმომარაგების დარგია. თუმცა რასაკვირველია აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიც არის კომპანიის მართვა, შედეგებზე გასვლა, საქმიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესება, რომ კიდევ უფრო თვალსჩინო გახდეს ყველა მხარისთვის და კომპანიებმა დაინახონ გაუმჯობესების რეალური მაჩვენებლები და გაიუმჯობესონ რეიტინგი. ეს ეხება არა მხოლოდ საკრედიტო რეიტინგებს, არამედ კომანიის საქმიანის შედეგებს. გასულ წელს ჩვენ განსაკუთრებულ შედეგს მივაღწიეთ - GWP გაწევრიანდა საკმაოდ პრესტიჟულ ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ყველაზე მოწინავე კომუნალური მომსახურების კომპანიებს მსოფლოში. ჩვენ მოვიპოვეთ ჯილდო და GWP მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების ჯგუფის შემადგენლობაშია, რაც აშკარა მიღწევების დამსხურებაა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკრედიტო რეიტინგი , არამედ შედეგები წყალმომარაგების მიმართულებით“, - აცხადებს ხოსე ენრიკე ბოფილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.