საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და საბანკო სექტორი მაქსიმალურად არიან მოტივირებულნი, მხარი დაუჭირონ ენერგეტიკის განვითარებას - მინდია საბანაძე
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და საბანკო სექტორი მაქსიმალურად არიან მოტივირებულნი, მხარი დაუჭირონ ენერგეტიკის განვითარებას, - ამის შესახებ განცხადება IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მინდია საბანაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლის თემაც ქვეყნის ენერგეტიკის პოლიტიკა იყო. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა და კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს ენერგეტიკის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
როგორც ფორუმის დასრულების შემდეგ მინდია საბანაძემ განაცხადა. ენერგეტიკისადმი არსებულმა მიდგომამ ბიზნესაქტივობის მკვეთრი გამოცოცხლება გამოიწვია.
„ვფიქრობ, რომ ახლა აღარავინ აღარ დავობს იმაზე, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება. აღსანიშნავია სახელმწიფოს დადებითი როლი გამჭვირვალობის კუთხით და ის, რომ აბსოლუტურად საერთო თამაშის წესები ჩამოაყალიბა. გამჭვირვალობა არის ნომერ პირველი, რაც შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს და ორივე, ეკონომიკის სამინისტროც და საბანკო სისტემაც საქართველოში ძალიან მოტივირებულია, რომ მხარი დაუჭიროს ენერგეტიკის განვითარებას. ამან გამოიწვია ძალიან გამოცოცხლება ბიზნეს სექტორის ენერგეტიკის კუთხით.
ჩვენ ამ სფეროს საკმაოდ დიდი ხანია ვუყურებთ და აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებებით ვითარდებით. აღსანიშნავია ორი ფაქტორი: ერთია, რომ ნორმატიული აქტები ცოტა უფრო სწრაფად რომ ჩამოყალიბდეს და მეორე, „გეზეშზე“, რაც ხშირად დროში ძალიან იწელება, თუ შეიძლება რომ გამარტივებული წესით მივუდგეთ“, - განმარტავს IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
მინდია საბანაძის განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში ახალი ინიციატივები, მათ შორის ქონების გადასახადის ლოკალურად დატოვების პრინციპი და შავი ზღვის ენერგეტიკული პროექტი ინვესტორთა მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის. ბიზნესმენის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს სექტორის უფრო სწრაფ განვითარებას, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკაში.
„სახელმწიფომ შეიმუშავა ძალიან კარგი პროგრამა ქონების გადასახადის ადგილობრივად, ლოკაციურად დატოვების პრინციპები, რაც მოტივაციას უზრდის ადგილობრივ მოსახლეობას, ნაკლებად ხელოვნურად შექმნილი პრობლემებით გამოვიდნენ ხოლმე ამ პროექტების წინააღმდეგ და ეს ძალიან სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით ეს ეხება ჰიდროელექტროსადგურებს.
არ შეიძლება არ აღვნიშნო ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი - შავი ზღვის ენერგოკაბელთან დაკავშირებით. მართლა სენსაციური მოვლენა იყო, ძალიან კარგად განვითარდა, ძალიან კარგად მიდის. ეს კიდევ მოტივაციას უზრდის ენერგოსექტორში მოთამაშე ბიზნესს, რათა უფრო აქტიური გახდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სისტემიდან გათიშვების წესებისა და თანმიმდევრობის მკაფიოდ განსაზღვრა, რაც მზის, ქარისა თუ სხვა ტიპის სადგურებს შეეხება.
ინვესტორისთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება, როდესაც არ არსებობს გარანტია, მოხდება თუ არა მისი ობიექტის ქსელიდან გათიშვა. ეს პირდაპირ კავშირშია გენერირებული ენერგიის რეალიზაციასა და იმ შემოსავლის მიღებასთან, რაზეც საინვესტიციო პროექტია გათვლილი.
ამრიგად, შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა აქტუალური თემა, ყოველგვარი მტკივნეული საკითხის გვერდის ავლის გარეშე. საბოლოო ჯამში, შედგა საკმაოდ ნაყოფიერი და ღია დისკუსია“. - განაცხადა მინდია საბანაძემ,
მისივე თქმით, შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.
„ფაქტობრივად გავდივართ იმ ბაზარზე, რომელიც არის ძალიან მაღალმსყიდველუნარიანი. ევროპის ბაზარზე გასვლა არ არის სახუმარო საქმე. ოღონდ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ამ კაბელში მხოლოდ ჩვენი წარმოებული ენერგია გავა. აქ არის აზერბაიჯანიც. მოკლედ, ვხდებით საერთაშორისო მოთამაშე. დარწმუნებული ვარ ეს კაბელი სულ ცოტა ხანში აღარ ეყოფა და კიდევ იქნება დამატებითი კაბელის ჩადება საჭირო შავი ზღვის ფსკერზე“, - განმარტავს მინდია საბანაძე.
სხვა სიახლეები
მსხვილი პროექტები, 100%-იანი დატვირთვა და ექსპორტის ზრდა - Rolf Deckenkonstruktionen მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების გეგმებზე
13.05.2026.18:00
Rolf Deckenkonstruktionen უჯრედული ჭერების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან საწარმოს მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ბეკარაშვილმა ისაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე ძირითადი სიახლეები?
მიმდინარე წელი მაღალი აქტივობით დაიწყო, დაგვიდასტურდა რამდენიმე მსხვილი პროექტის დაკვეთა უმსხვილესი დეველოპერული კომპანიებისაგან (მეტროპოლი, VR Holding და სხვა). დღეის მდგომარეობით, საწარმო 100%-ით არის დატვირთული. ასევე გავაფორმეთ 10-ზე მეტი საექსპორტო კონტრაქტი აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში. პარალელურად ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწარმოო ხაზების გადაირაღება და ოპტიმიზაცია წარმადობის ზრდისათვის, რომ ზაფხულის სეზონისთვის თავიდან ავიცილოთ ზეგანაკვეთური წარმოების ხარჯები.
17-19 აპრილს წარმოდგენილი ვიყავით Caucasus Buildi 2026-ის სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი გვქონდა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი და მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ ROLF-ის ხარისხს რეალურ სივრცეში გაცნობოდნენ. გამოფენამ მოსალოდნელზე მეტად წარმატებულად ჩაიარა და შედეგად ახალი საექსპორტო ქვეყნებიც გამოიკვეთა, რომელთან დაკავშირებითაც სიახლეებს ივლისის თვიდან ველოდებით.
რა ცვლილებები შეიტანეთ პროდუქტებში/სერვისებში მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად?
2026 წელს პროდუქტებსა და სერვისებში რაიმე რადიკალური ცვლილებების შეტანა არ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ უკვე 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და ჩვენი სისტემა სრულად ოპტიმიზირებულია მომხმარებელთა ინტერესებზე. ვინარჩუნებთ უმაღლეს პრემიალურ ხარისხისს, როგორც პროდუქციის ნაწილში ასევე ჩვენი სერვისების მიმართულებით, რასაც შესაბამისად აფასებს ჩვენი მომხმარებელი. გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ROLF ერთგვარ ხარისხის ნიშნად იქცა ქართულ ბაზარზე და დეველოპერებისათვის როლფის ჭერების გამოყენება პროექტებში უკვე დამატებითი პრესტიჟულობისა და საიმედოობის სიმბოლო გახდა.
რა გამოწვევებს აწყდება დღეს კომპანია ბაზარზე და როგორ პასუხობთ მათ?
ძირითად გამოწვევად ისევე როგორც წინა წლებში დაბალი ხარისხის პროდუქციასთან კონკურენცია რჩება. მეტალის ჭერის სისტემები კონსტრუქციულად იწყობა და საკმაოდ რთულია, მომხმარებლისთვის ხარისხის განსხვავების ახსნა საბოლოო შედეგებამდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა დამკვეთს ამ მიმართულებით ტექნიკური განათლება არ აქვს. ყოფილა შემთხვევები, როცა დაბალი ფასით მოხიბლული მომხმრებელი იძენს სხვა დაბალხარისხიან პროდუქციას, შედეგს მხოლოდ დასრულებულ ეტაპზე ხედავს და საბოლოოდ კვლავ ჩვენი სისტემებით ანაცვლებენ. წინა წლებში მსგავსი შემთხვევები უფრო მრავლად იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ცნობიერება უფრო გაზრდილია და შესაბამისად გაზრდილია ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნაც.
ინფორმაციისთვის, ROLF-ის საწარმო მდებარეობს თბილისში, აბელ ენუქიძის 11-ში. შედგება საწარმო სრულად აღჭურვილია თანამედროვე ევროპული საწარმოო მანქანა-დანადგარებით.