მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა: გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები" გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა: გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები" გაიმართა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში - ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა - გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები” მიიღო მონაწილეობა.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზთუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

,,ძალიან კარგი, ტრადიციული ფორმატია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას პოლიტიკის გამტარებლები დარგში და დარგის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ. დღეს, აღნიშნული ფორუმი ეძღვნებოდა საბანკო სექტორს. ჩვენ როგორც რეგულატორი აქტიურად ვმონაწილეობთ რასაკვირველია ამ ფორმატში. განსაკუთრებით, ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენი საბანკო სექტორი მიუხედავად ყველა გამოწვევისა არის ძალიან მდგრადი, ყველა შოკის მიმართ მომზადებული და ბევრი პარამეტრით კონკურენტული. ამასთან, უსწრებს წამყვანი ევროპული ქვეყნების, უფრო დიდი ხანგრძლივი ისტორიის მქონე საბანკო ინსტიტუციებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ნდობა, რასაც წლების განმავლობაში მოსახლეობა და ბიზნესი ავლენს ჩვენი ბანკების მიმართ. ჩვენი დეპოზიტების მოცულობა სწრაფად იზრდება წლიდან წლამდე. უკვე 70 მილიარდ ლარს აღწევს და რაც მნიშვნელოვანია, აქედან 25-30% ეს არის არარეზიდენტები, ფიზიკური და იურიდიული პირები, ვინც თავის დანაზოგებს ასევე ჩვენს, ქართულ საბანკო სისტემას ანდობენ. განსაკუთრებით იზრდება ლარის მიმართ ნდობა, ლარის დეპოზიტების ზრდა სისტემაში არის ძალიან მაღალი და ესეც მნიშვნელოვანი გამოვლენაა, როგორც ჩვენი პოლიტიკის ლარიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკის, ასევე ბანკების კარგი მუშაობის",- განაცხადა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის შეფასებისას ნათია თურნავამ.

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა საბანკო სექტორთან მიმართებაში, სადაც იყო წარმოდგენილი, როგორც რეგულატორი, ასოციაცია, ბანკი და ასევე, საგადასახადო სისტემის წარმომადგენელი Mastercard-ის სახით. შესაბამისად, სხვადასხვა პერსპექტივა იქნა წარმოდგენილი, რაც ძალიან საინტერესოა, ვინაიდან საბანკო სექტორი ერთ-ერთი დინამიური, განსაკუთრებული და განვითარებადი სექტორია მთელი რეგიონის მასშტაბით. „საქართველოს ეკონომიკური ფორუმი იძენს მზარდ მნიშვნელობას ვინაიდან, დამსწრე საზოგადოებაც ფართოვდება და შესაბამისად, სხვადასხვა სექტორის მიმდინარე კრიტიკული საკითხების განხილვა ხდება“,-განაცხადა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის შეფასებისას Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

„დღევანდელი ფორუმი ეხებოდა საბანკო სექტორის გამოწვევებს და განვითარების პერსპექტივებს. აღნიშნული ფორუმს რეგულარული ხასიათი აქვს სხვადასხვა სექტორების ჭრილში. ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად იმართებოდეს აღნიშნული დისკუსიები და ეს პლატფორმა იძლევა ამის საშუალებას, რომ მარეგულირებელსა და კომერციული სექტორს შორის მუდმივად მიმდინარეობდეს დისკუსია. წარმატებებს ვუსურვებ ფორუმს და მნიშვნელოვანია რომ ესეთი სისტემატიური ხასიათი მიიღო უკვე ამ პლატფორმამ",- აცხადებს ⁠ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" შეფასებისას.

„საქართველოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის მიმდინარეობს ღია საუბარი, უფრო პრობლემებზე ხდება ფოკუსირება, ვიდრე წარმატებაზე და შესაბამისად, ძალიან ფასეულია პირადად ჩემთვის მსგავს ფორმატში მომხსენებლის რანგში მონაწილეობა",- განაცხადა დავით ზღუდაძემ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიის შეფასებისას.


დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა