საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა: გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები" გაიმართა
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა: გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები" გაიმართა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში - ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა - გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები” მიიღო მონაწილეობა.
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზთუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
,,ძალიან კარგი, ტრადიციული ფორმატია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას პოლიტიკის გამტარებლები დარგში და დარგის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ. დღეს, აღნიშნული ფორუმი ეძღვნებოდა საბანკო სექტორს. ჩვენ როგორც რეგულატორი აქტიურად ვმონაწილეობთ რასაკვირველია ამ ფორმატში. განსაკუთრებით, ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენი საბანკო სექტორი მიუხედავად ყველა გამოწვევისა არის ძალიან მდგრადი, ყველა შოკის მიმართ მომზადებული და ბევრი პარამეტრით კონკურენტული. ამასთან, უსწრებს წამყვანი ევროპული ქვეყნების, უფრო დიდი ხანგრძლივი ისტორიის მქონე საბანკო ინსტიტუციებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ნდობა, რასაც წლების განმავლობაში მოსახლეობა და ბიზნესი ავლენს ჩვენი ბანკების მიმართ. ჩვენი დეპოზიტების მოცულობა სწრაფად იზრდება წლიდან წლამდე. უკვე 70 მილიარდ ლარს აღწევს და რაც მნიშვნელოვანია, აქედან 25-30% ეს არის არარეზიდენტები, ფიზიკური და იურიდიული პირები, ვინც თავის დანაზოგებს ასევე ჩვენს, ქართულ საბანკო სისტემას ანდობენ. განსაკუთრებით იზრდება ლარის მიმართ ნდობა, ლარის დეპოზიტების ზრდა სისტემაში არის ძალიან მაღალი და ესეც მნიშვნელოვანი გამოვლენაა, როგორც ჩვენი პოლიტიკის ლარიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკის, ასევე ბანკების კარგი მუშაობის",- განაცხადა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის შეფასებისას ნათია თურნავამ.
„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა საბანკო სექტორთან მიმართებაში, სადაც იყო წარმოდგენილი, როგორც რეგულატორი, ასოციაცია, ბანკი და ასევე, საგადასახადო სისტემის წარმომადგენელი Mastercard-ის სახით. შესაბამისად, სხვადასხვა პერსპექტივა იქნა წარმოდგენილი, რაც ძალიან საინტერესოა, ვინაიდან საბანკო სექტორი ერთ-ერთი დინამიური, განსაკუთრებული და განვითარებადი სექტორია მთელი რეგიონის მასშტაბით. „საქართველოს ეკონომიკური ფორუმი იძენს მზარდ მნიშვნელობას ვინაიდან, დამსწრე საზოგადოებაც ფართოვდება და შესაბამისად, სხვადასხვა სექტორის მიმდინარე კრიტიკული საკითხების განხილვა ხდება“,-განაცხადა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის შეფასებისას Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
„დღევანდელი ფორუმი ეხებოდა საბანკო სექტორის გამოწვევებს და განვითარების პერსპექტივებს. აღნიშნული ფორუმს რეგულარული ხასიათი აქვს სხვადასხვა სექტორების ჭრილში. ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად იმართებოდეს აღნიშნული დისკუსიები და ეს პლატფორმა იძლევა ამის საშუალებას, რომ მარეგულირებელსა და კომერციული სექტორს შორის მუდმივად მიმდინარეობდეს დისკუსია. წარმატებებს ვუსურვებ ფორუმს და მნიშვნელოვანია რომ ესეთი სისტემატიური ხასიათი მიიღო უკვე ამ პლატფორმამ",- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" შეფასებისას.
„საქართველოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის მიმდინარეობს ღია საუბარი, უფრო პრობლემებზე ხდება ფოკუსირება, ვიდრე წარმატებაზე და შესაბამისად, ძალიან ფასეულია პირადად ჩემთვის მსგავს ფორმატში მომხსენებლის რანგში მონაწილეობა",- განაცხადა დავით ზღუდაძემ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიის შეფასებისას.
დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
06.07.2026.18:48
„თეგეტა მოტორსის“ მასპინძლობით Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში საბურავების წამყვანმა მწარმოებელმა პრემიუმ კლასის ორი ახალი მოდელი - Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN - ოფიციალურად წარადგინა.

Bridgestone ახალი პროდუქტების პრეზენტაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს, წელს კი საერთაშორისო ღონისძიებას საქართველომ და Bridgestone-ის ექსკლუზიურმა პარტნიორმა „თეგეტა მოტორსმა“ უმასპინძლა, რაც კომპანიებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ძლიერი პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.
თორნიკე ჩახვაშვილი, „თეგეტა რითეილი“, მთავარი ოფიცერი: „Bridgestone-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა „თეგეტასთვის“ მხოლოდ პარტნიორობა არ არის - ეს საერთო ღირებულებებსა და ხარისხის ერთიან ხედვაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ საქართველომ უმასპინძლა ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის არსებულ ნდობასა და წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც უკვე 28 წელია, გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი თაობის პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს“.

პრეზენტაციას „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Bridgestone-ის წარმომადგენლები და ინდუსტრიით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა არა მხოლოდ ახალი საბურავების შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია, არამედ მათი შესაძლებლობების რეალურ საგზაო პირობებში, სპეციალურად ორგანიზებული ტესტდრაივის დროს შეფასებაც შეძლეს.

გურჰან ჯევიქელი, Bridgestone-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „საბურავის ორივე ახალი მოდელი ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომლის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მართვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზება და, ამავდროულად, მდგრადი განვითარების მიმართულებით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იყო. Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN წინამორბედი მოდელების, TURANZA T005A-სა და ALENZA 001-ის, გაუმჯობესებული ვერსიებია. ისინი კიდევ უფრო კომფორტულ, მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ახალი მოდელების გაუმჯობესებული მახასიათებლები თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს სრულად პასუხობს. სწორედ ამიტომ, ENLITEN-ის ხაზი Bridgestone-ის მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი Bridgestone Turanza 6 α ENLITEN ახალი თაობის პრემიუმ საბურავია, რომელიც მაქსიმალური კომფორტის, დაბალი ხმაურის, უსაფრთხოებისა და საწვავის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. ENLITEN ტექნოლოგიის გამოყენებით საბურავი უფრო მშვიდ და კომფორტულ მგზავრობას, სველ საფარზე გაუმჯობესებულ მოჭიდებას, გაზრდილ ცვეთამედეგობასა და ელექტრომობილებთან სრულ თავსებადობას უზრუნველყოფს.
მეორე ახალი პროდუქტი - Bridgestone Alenza LX200 ENLITEN - SUV-ებისთვის შექმნილი პრემიუმ საბურავია, რომელიც ავტომობილის მფლობელებს გადაადგილებისას მაღალი დონის კომფორტს, მართვის დროს სიზუსტესა და ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდს სთავაზობს. ეს მოდელიც ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც ხმაურის შემცირებას, საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებულ მაჩვენებელს უზრუნველყოფს. Alenza LX200-ის ვიზუალურ იდენტობას დამატებით გამორჩეულს ხდის LuxBlack Technology, რომელიც საბურავს მუქ შავ ფერსა და პრემიუმ ვიზუალის ეფექტს ანიჭებს.

Bridgestone-ის ორივე ახალი მოდელი თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს პასუხობს და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებს მოკლე თუ შორ მანძილზე მგზავრობისას კომფორტული, უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის გამოცდილება შესთავაზოს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსისა“ და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 28 წელს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც „თეგეტა მოტორსი“ იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა, მოგვიანებით კი - ოფიციალური დისტრიბუტორი. დღეს კომპანია მომხმარებელს Bridgestone-ის მსუბუქი, SUV-ის ტიპისა და სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებითა და მართვის სტაბილურობით გამოირჩევა.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.