მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

საქართველოს ეკონომიკური სიკეთეების ჩვენებით, საკმაოდ საინტერესოა ინდუსტრიული პარკების განვითარების კონცეფცია - მიხეილ ნამადოვი

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკური სიკეთეების ჩვენებით, საკმაოდ საინტერესოა ინდუსტრიული პარკების განვითარების კონცეფცია - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ უსაფრთხო, ბიზნესისთვის ხელსაყრელი ქვეყანა ვართ, მათი ინვესტიციები დაცულია. ყველანი ვხედავთ და სასიხარულოა, ჩემი აზრით, როგორ ვითარდება ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი დღეს.

ამ თვალსაზრისით, ამ სიკეთეების ჩვენებით, საკმაოდ საინტერესოა ინდუსტრიული პარკების განვითარების კონცეფცია. ეს იყო ბალტიისპირეთში, პოლონეთში, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ერთობლივად კლასტერიზაცია ხდება და ყველას აქვს თავისი მიმართულება. ჩემი აზრით, ანაკლია იქნება ერთ-ერთი ამის მაგალითი.

ვფიქრობ, კლასტერიზაცია იქნებოდა საინტერესო მათთვის, სადაც პროფილურად განვითარდებოდა ყველა. მეორე იქნებოდა საინტერესო და იქიდან გამომდინარე, რომ ისევ აქცენტს ვიღებთ ჩვენ შუა აზიის განვითარებაზე და მანდ საკმაოდ დაბალ დონეზეა განვითარებული კონტეინერიზაცია, დაახლოებით 5%-მდეა, ხოლო ძირითადი მათი არტერია არის სახმელეთო გადაზიდვები, ტრაილერები და რკინიგზა. ამ მიმართულებით მათი მოძიება და ჩვენი გაშვება მაგ მხარეს.

კიდევ ერთ ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავთ ჩინეთის მიმართულებით, იმიტომ, რომ ჩინეთიდან აურაცხელი ტვირთი დღესაც ჩრდილოეთის დერეფნით მიდის ევროპის მიმართულებით და აქ სერიოზული კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. აქ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ამას სჭირდება სერიოზული ინვესტიციები და სერიოზული განვითარება. ამ პროცესში, თუნდაც ქართველები, ასევე აზერბაიჯანელები და ყაზახები აქტიურად არიან ჩართულები და მაქსიმალურად ვმუშაობთ ამ მიმართულების განვითარებაზე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბრეშუმის გზა ისევ ცოცხლდება“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ ციფრული პლატფორმის შექმნა, დღეს უკვე გავუშვით და ვცდილობთ, რომ შევქმნათ ერთიანი ბაზარი, სადაც მოთამაშეები, ტვირთმფლობელები და კვალიფიციური გადამზიდები თავს დაცულად იგრძნობენ, გაერთიანებულად, ითანამშრომლებენ - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი

13.07.2026.10:50

ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ ციფრული პლატფორმის შექმნა, დღეს უკვე გავუშვით და ვცდილობთ, რომ შევქმნათ ერთიანი ბაზარი, სადაც მოთამაშეები, ტვირთმფლობელები და კვალიფიციური გადამზიდები თავს დაცულად იგრძნობენ, გაერთიანებულად, ითანამშრომლებენ - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ ციფრული პლატფორმის შექმნა, დღეს უკვე გავუშვით და ვცდილობთ, რომ შევქმნათ ერთიანი ბაზარი, სადაც მოთამაშეები, ტვირთმფლობელები და კვალიფიციური გადამზიდები თავს დაცულად იგრძნობენ და გაერთიანებულად ითანამშრომლებენ, იმიტომ, რომ, როგორც მიხსენებია, საკმაოდ ფრაგმენტული ბაზარი გვაქვს. ფაქტობრივად, საქართველოში თითო კომპანიაზე საშუალოდ ტრაილერ-ნახევარი მოდის, ანუ ეს უტოპიაა.

ერთ-ერთ ლიტვურ კომპანიას ვიცნობ, რომელსაც 9 000 მანქანა ჰყავს, მთლიანად ევროპას ფარავს და ასევე ჩინეთი-ევროპის მიმართულებასაც.

ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება გაციფრულება. საკმაოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხია და ისინი, რა თქმა უნდა, განვითარებაში უნდა იყვნენ ჩართულები.

დღეს მუდმივად გვაქვს სარფი გაჭედილი, წითელი ხიდი, ხან წითელი ხიდი, მერე კიდევ ალიატის პორტი და ეს საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის, იმიტომ, რომ, როდესაც მე მეკითხება დამკვეთი, რამდენ დღეში ჩავუტანთ, ძალიან მიჭირს ზუსტი პასუხის გაცემა“, - აცხადებს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა