„საქართველოს ფოსტა“ Maleo-ს ჩინეთის მიმართულებას საჰაერო გადაზიდვას ამატებს
„საქართველოს ფოსტა“ Maleo-ს მომხმარებლებს გადაზიდვის კიდევ ერთ შესაძლებლობას სთავაზობს - ჩინეთიდან საქართველოში ამანათების საჰაერო გზით მიღება უკვე შესაძლებელია.
საჰაერო მიმართულების დამატება მომხმარებლებს გადაზიდვის არჩევანის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს - მათ შეუძლიათ, საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე, ისარგებლონ სახმელეთო ან საჰაერო გადაზიდვით. ახალი სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც მცირე ზომის ამანათებს, ტანსაცმელს, აქსესუარებსა და სხვა პროდუქტებს იწერს და მათი დაჩქარებულად მიღება სურს.
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ისეთი პოპულარული ელექტრონული კომერციის პლატფორმებიდან, როგორებიცაა Taobao, Pinduoduo, 1688 და სხვა ონლაინ მაღაზიები. მომხმარებელს შეუძლია პროდუქცია Maleo-ს ჩინეთის საწყობის მისამართზე გამოიწეროს, ხოლო „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს გზავნილის საქართველოს ნებისმიერ წერტილში 5-7 დღეში ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის ჩაბარებას.
Maleo ელექტრონული კომერციის მიმართულებით საქართველოს ფოსტის მიერ შექმნილი პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ შეძენილი ნივთების საქართველოში მარტივად და უსაფრთხოდ მიღებას სთავაზობს. დღეს პლატფორმა უკვე წარმატებით ოპერირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, თურქეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, პოლონეთში და ჩინეთში.
აღსანიშნავია, რომ იგეგმება Maleo-ს პლატფორმის ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის განახლება, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს უფრო მოქნილ, სწრაფ და თანამედროვე ციფრულ ეკოსისტემას, რაც საერთაშორისო ონლაინ შოპინგის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
ნებისმიერ სრულწლოვან, საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, თურქეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, პოლონეთში და ჩინეთში შექმნას საკუთარი საფოსტო მისამართი, ხოლო „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს ამ მისამართზე შემოსული გზავნილების საქართველოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირებას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.maleo.ge
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.