საქართველოს ფოსტა თანამედროვე ლოგისტიკური სერვისებით ადგილობრივ მეწარმეებს საერთაშორისო გადაზიდვების შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოს ფოსტა თანამედროვე ლოგისტიკური სერვისების შეთავაზების გზით ადგილობრივ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და ეფექტურად მიაწოდონ პროდუქცია საერთაშორისო პარტნიორებს.
„საქართველოს ფოსტის საავიაციო ტერმინალის ამოქმედება, საერთაშორისო ქსელი და თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა შესაძლებლობას გვაძლევს, ქართულ კომპანიებს შევთავაზოთ სწრაფი და ეფექტური გადაზიდვის სერვისი საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტებისა და კავშირების განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო გააფართოებს საქართველოს ფოსტის შესაძლებლობებს და გააძლიერებს ჩვენს როლს ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაში“- განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტის საავიაციო ტერმინალიდან პირველად განხორციელდა ქართული მოცვის ექსპორტი.
საქართველოს ფოსტა ადგილობრივ მწარმოებლებს სთავაზობს საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებს, სატვირთო და სატერმინალო მომსახურებას, სახმელეთო გადაზიდვებს ევროპის მიმართულებით, შიდა ლოგისტიკურ მომსახურებას, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ტვირთის გადაზიდვასა და ლოგისტიკურ მომსახურებას, საფოსტო, საკურიერო, ჰიბრიდულ, საფელდეგერო და სხვა სერვისებს.
სხვა სიახლეები
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
01.09.2026.13:07
თიბისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში განსაკუთრებით ზრუნავს მომხმარებლებზე და მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს უმზადებს. ასეთია ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის მზადებაც.
წელს, თიბისი, მომხმარებლებს, წინასასკოლო შეთავაზებებს, სექტემბრის თვის სხვადასხვა პერიოდში სთავაზობს.
მხოლოდ მოსწავლის ბარათის და ახალი თიბისი ბარათის 18-23 წლის მფლობელებისთვის
მოსწავლის ბარათის და ახალი თიბისი ბარათის 18-23 წლის მფლობელები წინასასკოლო შეთავაზებებით 1-დან 30 სექტემბრის ჩათვლით ისარგებლებენ.
4-5 სექტემბერი (ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების და ერთგული ბარათების შეთავაზებები)
4-5 სექტემბერს ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათებით დრესაპ ჯგუფის ფიზიკურ მაღაზიებში თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად დაიბრუნებენ. ახალი თიბისი ბარათის და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელები ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების და ერთგული ბარათის მფლობელები კი, 300 ლარს. ICR-ის ფიზიკურ მაღაზიებში კი, იგივე პირობებითა და ლიმიტებით, 40%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ.
მხოლოდ 5 სექტემბერს, მხოლოდ ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელებს 20%-იანი ქეშბექ შეთავაზება დახვდებათ Alta-ს ფიზიკურ მაღაზიებსა და ონლაინ მაღაზიაში, სადაც ყველა ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას მაქსიმუმ 500 ლარს დაიბრუნებენ.
5-6 სექტემბერი (თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათების შეთავაზებები)
წინასასკოლო შეთავაზებების ფარგლებში, 5-6 სექტემბერს თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათების მფლობელები 40%-იანი მომენტალური ქეშბექით ისარგებლებენ და ჯამში მაქსიმუმ 1000 ლარს დაიბრუნებენ შემდეგ პარტნიორ ობიექტებში: მონ შუ, ანტარისი, პეტიტ ელი, ველვეტ, ვივიდი პეტიტ, ბატო ბი ჯი, სთორი, მონალიზა, ტარტინ ე, შოკოლა.
12-13 სექტემბერი (ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების და ერთგული ბარათების შეთავაზებები)
12-13 სექტემბერს ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების და ერთგული ბარათების მფლობელებს 40%-იანი ქეშბექ შეთავაზება დახვდებათ შემდეგ პარტნიორ ობიექტებში თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას:
მანგო, მარკ&სპენსერი, ალდო, უს პოლო, ზიპი, ჩარლზ & ქეითი, ლა ვიენ როუზი, ფლორმარი, კიკო მილანო, იპეკიოლი, სან გლას ჰათი, სალამანდრა, ვორტმანი, სუპერდრაი, პენტი, ოვსი, მატალანი.
ახალი თიბისი ბარათის და ერთგული ბარათის მფლობელები ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს, ხოლო ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების და ერთგული ბარათის მფლობელები 300 ლარს დაიბრუნებენ.
შეთავაზების პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
მოემზადე, ახალი სასწავლო წლისთვის და აიღე თიბისის ნებისმიერი ბარათი მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან.