მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

საქართველოს ფოსტამ ესპანეთში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ფოსტამ მონაწილეობა მიიღო “WCA eCommerce Solutions”-ის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის ივნისში, ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გაიმართა.

კონფერენცია ელექტრონული კომერციისა და საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ელექტრონული კომერციის, საკურიერო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი თემები მოიცავდა ელექტრონული კომერციის განვითარებას, საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების ეფექტურ მართვასა და თანამედროვე ლოგისტიკური გადაწყვეტილებების დანერგვას. 

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან, სადაც თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, ახალი ბაზრების ათვისების პერსპექტივები და რეგიონალური ლოგისტიკური კავშირების გაძლიერების მიმართულებები განიხილეს.

ამასთან, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ერაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ისაუბრა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლზე, შუა კორიდორის მზარდ მნიშვნელობასა და ელექტრონული კომერციის განვითარების ტენდენციებზე. დისკუსიის ფარგლებში მან ასევე წარადგინა საქართველოს ფოსტის ლოგისტიკური შესაძლებლობები და საერთაშორისო ქსელი, რომლებიც კომპანიის კონკურენტულ უპირატესობებს ქმნის.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ფოსტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში თანამედროვე ტენდენციების გაცნობის თვალსაზრისით. კომპანია აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ხელს უწყობს როგორც მისი პოზიციების განმტკიცებას, ისე საქართველოს რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომავალი წლის გაზაფხულზე ბათუმში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ამბასადორი - გოჩა კამკია

05.09.2026.23:19

მომავალი წლის გაზაფხულზე ბათუმში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ამბასადორი - აღნიშნულის შესახებ გოჩა კამკიამ, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა