მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

„საქართველოს ფოსტის" ფინანსური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა, წლის ბოლოს ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილება - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

„საქართველოს ფოსტის" ფინანსური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა, წლის ბოლოს ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, „საქართველოს ფოსტას" დარჩენილი ჰქონდა 20 მლნ ლარის დავალიანება, რასაც გაისტუმრებს, წლიურ მოგებაზე გავა და დარჩება, როგორც მომგებიანი კომპანია.

„გამოძიება ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ „საქართველოს ფოსტამ" გაიუმჯობესოს ფინანსური მაჩვენებლები და ამ კუთხით ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა. წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ფუნდამენტური ცვლილება. თუ 20 მლნ ლარის დავალიანება ჰქონდა დარჩენილი „საქართველოს ფოსტას", ამ დავალიანებას გაისტუმრებს, გავა წლიურ მოგებაზე და დარჩება, როგორც მომგებიანი კომპანია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილება", - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ულტრასწრაფი დამუხტვის სადგურების ქსელი და ელექტრომობილების გადაადგილების ახალი შესაძლებლობები - რას სთავაზობს ZZZapp მომხმარებლებს

16.11.2026.14:00

ZZZapp ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ულტრასწრაფი, მაღალი სიმძლავრის DC დამტენი სადგურების ქსელს სთავაზობს. კომპანია 2025 წელს დაფუძნდა და ამ ეტაპზე დამტენ სადგურებს თბილისში, ქუთაისსა და საქართველოს სხვა ლოკაციებზე ავითარებს. განვითარების გეგმებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიგლა ბულისკერია ესაუბრა.

როგორია ზზზაპპ-ის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ზზზაპპ-ი არის ქისთოუნ ინვესთმენთსი-ს შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული. კომპანია 2025 წლის ზაფხულში დაარსდა და მისი მიზანია, ელექტრომობილების მომხმარებლებისთვის ქალაქსა და რეგიონებში გადაადგილება უფრო კომფორტული და საიმედო გახადოს.

საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა სწრაფად იზრდება, თუმცა სწრაფი დამუხტვის ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დედაქალაქის გარეთ, ჯერ კიდევ არასაკმარისია. ზზზაპპ-ი წორედ ამ საჭიროებაზე პასუხობს და მომხმარებლებს ულტრასწრაფი, მაღალი სიმძლავრის DC დამტენი სადგურების ქსელს სთავაზობს.

დამუხტვის პროცესისა და გადახდის მართვა ZZZapp-ის მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი, რაც მომხმარებელს მომსახურების მიღებას უმარტივებს.

რამდენი დამტენი სადგური გაქვთ ამ ეტაპზე განთავსებული, რომელ ლოკაციებს მოიცავს თქვენი ქსელი და როგორია მისი განვითარების მასშტაბი?

ქსელის პირველი დამტენი სადგური 2026 წლის ივლისში თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ამოქმედდა. დღეისათვის მომხმარებლებს ჯამში 5 დამტენი სადგური ემსახურება: სამი თბილისში და ორი ქუთაისში, თითოეული 240 კვტ სიმძლავრით. ჩვენი დამტენების უმეტესობა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე ბენზინგასამართ სადგურებზეა განთავსებული.

პირველი ეტაპის ფარგლებში კომპანიამ შეიძინა 30 DC სწრაფი დამტენი სადგური, რომელთა სიმძლავრეა 180, 240 და 320 კვტ. თითოეულ დამტენს ორი პორტი აქვს, რაც ორი ავტომობილის ერთდროულად დამუხტვის შესაძლებლობას იძლევა. სადგურები აღჭურვილია CCS2 და GB/T ტიპის კონექტორებით, რაც ელექტრომობილების ფართო სპექტრთან თავსებადობას უზრუნველყოფს.

როგორია თქვენი მომხმარებლების ძირითადი სეგმენტი და როგორ შეიცვალა ელექტრომობილების მფლობელების ქცევა და მოთხოვნები ბოლო წლებში?

ზზზაპპ-ის მომხმარებელი ნებისმიერი ელექტრომობილის მფლობელია, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად დიდი მანძილის დაფარვა უწევთ.

ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნაც სწრაფი და ხელმისაწვდომი დამტენი სადგურების მიმართ. მათი ნაკლებობა მომხმარებლებს გარკვეულწილად ზღუდავს როგორც ყოველდღიურ გადაადგილებაში, ისე შორ მანძილზე მგზავრობისას.

დღეს მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამუხტვის სისწრაფე, სადგურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და მომსახურების სიმარტივე. სწორედ ამიტომ, ზზზაპპ-ის მთავარი გზავნილია კომფორტული სერვისი და თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც მომხმარებელს ნაკლები ლოდინისა და მეტი გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.

რა გეგმები აქვს ზზზაპპ-ს სამომავლოდ და განვითარების რომელ მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას?

ზზზაპპ-ის მთავარი პრიორიტეტი დამტენი სადგურების ქსელის გაფართოება და საქართველოს მასშტაბით სწრაფი დამუხტვის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
უახლოეს ეტაპზე კომპანია გეგმავს 30 დამტენი სადგურის განთავსებას, საიდანაც 15 თბილისში, ხოლო 15 რეგიონებში გადანაწილდება. ქსელი მოიცავს ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა ბათუმი, ზუგდიდი და რუსთავი.

გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია ქვეყნის მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე მაღალი სიმძლავრის დამუხტვის ჰაბების განვითარება, რაც ელექტრომობილების მფლობელებს ქალაქებს შორის გადაადგილებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა