მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მუდმივად მუშაობს ბიზნესსუბიექტებისთვის განკუთვნილი სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე - თამარ ზოდელავა

news image
mbc image

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მუდმივად მუშაობს ბიზნესსუბიექტებისთვის განკუთვნილი სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ განაცხადა.

„მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ყოველთვის იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ან განხორციელებულა. მათ შორის არის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც 2022 წლის 1-ელ იანვარს შევიდა, მაგრამ მისი მთავარი მნიშვნელობა განსაზღვრულია იმით, რომ ის სთავაზობს ბიზნესის მონაწილეებს თანამედროვე, მოქნილ და, რაც მთავარია, სტაბილურ ბიზნესგარემოს და სამართლებრივ გარემოს, რაც მთავარია.

რას ვგულისხმობ ამაში? რა თქმა უნდა, მეწარმე სუბიექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან იცოდეს თავისი საქმიანობის წესები, ანუ განჭვრეტადი იყოს ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის საქართველოში. ასევე, ბუნებრივია, უნდა იყოს პროგნოზზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იმისათვის, რომ მან სანდო გარემოში შეცვლოს გრძელვადიანად საქმიანობის განხორციელება. სწორედ ეს განაპირობებდა იმას, რომ ახალი კანონი შემუშავდა და მიღებულ იქნა.

ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გამარტივდა სარეგისტრაციო პროცესები და შეიქმნა ციფრული სერვისები ბიზნესისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, რომ სარეგისტრაციო პროცესი იყოს ნაკლებბიუროკრატიული და ასევე იყოს ხელმისაწვდომი, ციფრულად ხელმისაწვდომი. ამაზე, ბუნებრივია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მუდმივად მუშაობს და ავითარებს იმ სერვისებს, რომლებსაც სთავაზობს ბიზნესსუბიექტებს“, - აცხადებს თამარ ზოდელავა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წლის 8 თვეში ბათუმში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა: გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე | Galt & Taggart

09.11.2026.09:56

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება - 2026 წლის 8 თვის მიმოხილვა”-ს აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია სექტორის ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. ,,2026 წლის 8 თვეში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა: გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებამ და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მყიდველების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ, რაც ბაზრის საინვესტიციო
მიმზიდველობასა და დეველოპერების გააქტიურებულ მარკეტინგს ასახავს. ფასმა ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე, მათ შორის სხვაობა გაიზარდა. მეორე მხრივ, ბოლო წლებში საშუალო დღიური ქირის ფასი (ADR) მეტწილად უცვლელი იყო, რამაც ქირის საშუალო შემოსავლიანობა შეამცირა. პირველად ბაზარზე ფასის ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს ფასთა შორის მზარდი სხვაობის, მშენებარე პროექტების დიდი
მოცულობისა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირების ფონზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის 8 თვეში ბათუმში 10,883 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.6%-ით მეტია, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 11.8%-ით 5,459 ბინამდე გაიზარდა.

• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 3.6%-ით 5,424 ბინამდე შემცირდა.

• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად მნიშვნელოვნად, 30.0%-ით გაიზარდა.

2026 წლის აგვისტოში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,986 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 11.2% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 7.0%-ით გაიზარდა და 1,614 აშშ დოლარი შეადგინა. ბაზრებს შორის არსებული ფასთა სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის ამონაგების ეტაპობრივი
შემცირება შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს.ბათუმში საშუალო დღიური ქირა (ADR) 2026 წელს მეტწილად უცვლელი იყო, რამაც ქირის ამონაგები 7.1%-მდე შეამცირა 2025 წელს არსებული
7.7%-დან. აღსანიშნავია, რომ ეს ნიშნული შესადარის ქალაქებს შორის
კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. 2026 წლის სექტემბერში, ჩვენ ჩავატარეთ სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 40-ზე
მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს ბათუმში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ს)”, - წერს Galt & Taggart-ი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა