საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში - განათლება გამარჯვებაა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI 2026) ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსება წარმატებით დაიცვეს დიმიტრი შენგელიამ და რიჩარდ ბარბაქაძემ.
განათლება გამარჯვებაა! სწორედ ამ რწმენით თიბისი მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, ხარისხიან განათლებაზე უფასოდ თანაბარ წვდომას აძლევს და მათ პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
EJOI-ის ოლიმპიადაზე გამარჯვებულები დიმიტრი შენგელია პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ აღსაზრდელია. რიჩარდ ბარბაქაძე კი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა და ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ სწავლობს.
ამ გამარჯვების უკან დგას თვითრწმენა, მიზანმიმართული და სისტემური მომზადება, რომელიც საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში განხორციელდა. წელს პირველად შეიქმნა EJOI-ს ასაკობრივი კატეგორიის ეროვნული ნაკრები, ჩატარდა შესარჩევი ეტაპები და მონაწილეებმა 20-დღიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა გაიარეს, რაც საერთაშორისო წარმატებით დაგვირგვინდა. ნაკრებს მენტორობას პროფესორი გიორგი მანდარია, თანამენტორობას კი ბაქარ გამეზარდაშვილი უწევენ.
თიბისი ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის მეშვეობით სისტემურად უჭერს მხარს STEM განათლების განვითარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას. ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების შერჩევას, მომზადებასა და მხარდაჭერას ევროპის და მსოფლიოს ტექნოლოგიური ოლიმპიადებისთვის.
EJOI 2026-ში 25-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი ახალგაზრდა პროგრამისტი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ოთხი მოსწავლით იყო წარმოდგენილი, ხოლო მოპოვებული ორი ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარებაში განხორციელებული ინვესტიცია საერთაშორისო გამარჯვებებამდე მიდის.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება კიდევ ერთი დასტურია, რომ განათლება გამარჯვებაა. თიბისი აგრძელებს იმ ეკოსისტემის გაძლიერებას, რომელიც საქართველოს მომავალ ტექნოლოგიურ ლიდერებს აყალიბებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
29.07.2026.16:51
საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ეკოსისტემის ფარგლებში შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ინიციატივის მიზანია, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მიაწოდოს პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რათა მათ შეძლონ გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის გაძლიერება.
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემის 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ასე გამოიყურება:
• 185,000+ მომხმარებელი
• 350-ზე მეტი სკოლა ქვეყნის მასშტაბით
• 4,000 მოსწავლე, რომელმაც ბანკის მოხალისეების ჩატარებულ ფინანსური წიგნიერების გაკვეთილებში მიიღო მონაწილეობა
ეს რიცხვები ერთი, გრძელვადიანი ინიციატივის ნაწილია - ეკოსისტემის, რომელიც ციფრულ განათლებას, საგანმანათლებლო პარტნიორობებს, საზოგადოებრივ ჩართულობასა და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებს აერთიანებს.
მოსწავლეებისთვის შექმნილი ფინანსური განათლების შესაძლებლობები
აღნიშნული ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ბავშვებისა და მოზარდებისთვის შექმნილი ფინანსური განათლების აპლიკაცია - sCoolApp, რომელიც ინტერაქტიური კონტენტისა და თამაშის ელემენტების საშუალებით მომხმარებლებს ფინანსური ცოდნის განვითარებაში ეხმარება. 2026 წლის პირველ ნახევარში პლატფორმაზე განთავსებულმა საგანმანათლებლო მასალებმა 185 000-ზე მეტი მომხმარებელი მოიცვა.
ამასთან, ფინანსური განათლების გავრცელების მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლებში ჩატარებული აქტივობები. საქართველოს ბანკის თანამშრომლები, როგორც მოხალისეები, ქვეყნის მასშტაბით 350-ზე მეტ სკოლაში ჩაერთნენ ფინანსური წიგნიერების გაკვეთილების ჩატარებაში, რომელშიც დაახლოებით 4 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ფინანსური განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ინიციატივა ასევე ღრმად არის ინტეგრირებული აკადემიურ და საგანმანათლებლო გარემოში: ბანკი აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, რათა სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს პრაქტიკული კურსები და სასწავლო მასალები.
ხოლო, სტუდენტების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შექმნილი სასერტიფიკატო ტრენინგები ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა ბიუჯეტის მართვა, დაზოგვა, პასუხისმგებლობიანი სესხება და ფინანსური კეთილდღეობა.
ეკოსისტემა ასევე მოიცავს ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილ ციფრულ და მედია კონტენტს, რომელიც ფინანსურ თემებს მარტივი და გასაგები ფორმით ხსნის - ბანკი თანამშრომლობს სხვადასხვა მედიაპლატფორმასთან და იყენებს სოციალურ ქსელებს, რათა ფინანსური ცოდნა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
„ფინანსური განათლების ეკოსისტემა ეფუძნება ჩვენს ხედვას, რომ ფინანსური ჩართულობა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებზე წვდომას არ ნიშნავს - მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჰქონდეთ ცოდნა და თავდაჯერება, რათა ეს შესაძლებლობები სწორად გამოიყენონ. ჩვენი მიზანია, ფინანსური განათლება ცხოვრების ყველა ეტაპის ნაწილად ვაქციოთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ეს საქართველოს ბანკის მიერ ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge