საქართველოს საინვესტიციო გარემოს ძლიერი საერთაშორისო შეფასებები ქმნის მყარ საფუძველს მასშტაბური პარტნიორობისთვის - ილია წულაია
„არქი“, #1 დეველოპერული კომპანია საქართველოში, შუა აზიის უდიდეს დეველოპერ - BI Group-თან - სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებს.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის პროექტების ერთობლივად განხორციელებას. ყაზახეთში დაფუძნებული BI Group-ი დღეს ოპერირებს უზბეკეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი) და აღმოსავლეთ ევროპაში. 30 წლის წინ დაარსებულ კომპანიას დღეისათვის 9 მილიონ კვ.მ-მდე საცხოვრებელი უძრავი ქონება აქვს ჩაბარებული და 600,000-ზე მეტ მობინადრეს აერთიანებს. კომპანიაში დასაქმებულია 8,000 მეტი თანამშრომელი.
„საქართველოს საინვესტიციო გარემოს ძლიერი საერთაშორისო შეფასებები, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და განვითარების ტემპი ქმნის მყარ საფუძველს მასშტაბური პარტნიორობისთვის. ვამაყობთ, რომ BI Group-ი საქართველოს ბაზარზე სწორედ „არქისთან“ თანამშრომლობით შემოდის. Eagle Hills-ის შემდეგ, ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიციის დასაწყისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას",- აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.
სხვა სიახლეები
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
16.09.2026.18:19
საქართველოს ბანკი ისთ ფოინთის დაბადების დღის აღსანიშნავად SOLO VISA ბარათის მფლობელებსსავაჭრო ცენტრის 70-ზე მეტ მაღაზიაში SOLO VISA ბარათით გადახდისას 30%-იან ქეშბექს სთავაზობს. (მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით თითოეულ მაღაზიაში).
შეთავაზება მოიცავს ისთ ფოინთის მაღაზიების ფართო სპექტრს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - Massimo Dutti, Boss, Levi's, Lee & Wrangler, Columbia, United Colors of Benetton, Mustang Jeans, Penti, Superdry & Co, Scalpers, Celio, Giordano, JOMA, Topsport, Under Armour, Adidas, Section Forty, Lee Cooper, Etam, Jack & Jones, Vero Moda, Mavi, Gallery Sport, Calvin Klein, Women'secret, Suwen, Gallery Accent / Factory, Converse, Keddo, JB Martin, Cole Haan, New Balance, Studio By Shoes Gallery, Crocs, Salamander, Wortman, Uno Shoes
აქსესუარები - IZIPIZI, Firali, New Time, Carpisa, Regalia, GMT, Tous, Modi – Barner
თავის მოვლა - Lutecia, Ici Paris, More Beauty
სახლი და ოჯახი -Togas Georgia, Forum, New Light, Enza Home, English Home, Bakara, Laboratory My Home, Marco, Bellona
ტექნიკა - Gadget, JBL, Shark | Ninja, Dyson
საბავშვო- Chicco, Panco, XS Toys, Carter's Georgia, Jacadi, Name It, Kids Gallery, Orchestra, Miniso, Yoyoso, LÄTT LIV
შეთავაზებით სარგებლობა მარტივია- საკმარისია გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე განხორციელდეს. ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.
გასათვალისწინებელი პირობები და გამონაკლისები
რამდენიმე მაღაზიაში მოქმედებს განსხვავებული პირობები:
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.