მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

საქართველოს წყალმომარაგების რეგულირების მოდელი საუკეთესოა - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონალური დირექტორი

news image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში წარმატებული და ინოვაციური კომუნალური კომპანიების გლობალური კავშირის Leading Utilities of the World (LUOW)-ს წევრი გახდა

ჯივიპი LUOW-ის წევრობაზე ნომინირებული იყო კომპანიის საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსის შექმნის კატეგორიებში. აღნიშნული მიმართულებებით კომპანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან მაჩვენებლებს მიაღწია, რისი შესაძლებლობაც წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებმა და განხორციელებულმა ინვესტიციებმა შექმნა.

საქართველოს წყალმომარაგების რეგულირების სისტემა საუკეთესოა იმ 18 ქვეყანასთან შედარებით, სადაც ჩვენ ვოპერირებთ. ჩვენ ამ მოდელს წარმატებული მაგალითის სახით უკვე ვთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნებს, რადგან ეს არის მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს ინვესტორს გააუმჯობესოს ეფექტიანობა, გაზარდოს ინვესტიცია და მიაღწიოს საუკეთესო შედეგებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ქვეყანაში კერძო ინვესტიციების ზრდას და სისტემის განვითარებას.” - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს აზია აფრიკის რეგიონალური დირექტორი

“Aqualia მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც არაერთ ქვეყანაში და ქალაქში აქვს მოწესრიგებული წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა. საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთვის Aqualia-სთვის გადამწყვეტი იყო  ჩვენს ქვეყანაში არსებული ევროპული რეგულაციებიწყალმომარაგების სფეროში არსებული ღია და გამჭვირვალე მარეგულირებელი წესები და ნორმები

Aqualia-მ ჩვენი რეგულირების ქვეშ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - გაიზარდა საინვესტიციო პაკეტი და კომპანია ოპერირების ახალ, ევროპულ მოდელზე გადავიდა. მოხარული ვართ, რომ ჯივიპის განვითარების პროცესი საერთაშორისო ასპარეზზეც შესამჩნევი გახდა, რასაც ადასტურებს კომპანიის მიერ მოპოვებული გავლენიანი საერთაშორისო ქსელის წევრობა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რეგულაციების ხელშეწყობით მომავალში  კიდევ უფრო გააუმჯობსესდება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგება.” - დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

 

მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების (LUOW) წევრობა პირველ რიგში ჩვენ მიერ მიღწეული შედეგების აღიარებას ნიშნავს და ასევე, წყალმომარაგების სფეროში წარმატებული საერთაშორისო კომპანიების  გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას გულისხმობს. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, ჩვენ ჯივიპიში არაერთი მიმართულებით ვაჩვენეთ პროგრესი, რის შედეგადაც LUOW-ის წევრობა მოვიპოვეთ. ახლა კი გვეძლევა შესაძლებლობა თბილისის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წყალმომარაგების კომპანიებს, მთავრობებსა და ოპერატორებს აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში”. - ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

ჯივიპიმ LUOW-ის წევრობა მიმდინარე წლის 12-14 მაისს, პარიზში გამართულ გლობალურ წყლის სამიტზე მიიღო. აღნიშნული სამიტი წყლის სექტორში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ღონისძიებაა, რომელიც წამყვანი კომუნალური სერვისების კომპანიებს აღმასრულებელ დირექტორებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს აერთიანებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

14.05.2026.18:12

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გრძელდება.

ამჯერად, გამოფენა-გაყიდვის მესამე ღონისძიება 15-17 მაისს გაიმართება.

პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის ადგილობრივი პროდუქციის გაცნობა. ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - საკუთარ სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, სადაც ისინი მომხმარებლებს მრავალფეროვან ხელნაკეთ თუ ადგილობრივ პროდუქციას წარუდგენენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 15-17 მაისს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობაც შეეძლებათ - 14 მონაწილე მეწარმესთან საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მეწარმეების პროდუქციაზე:

• ციციკო
• ჯეინის თოჯინები
• N S Craft - ნანას ხელობა
• Yummy
• მარიბასი
• MiAmore
• Petra • პეტრა
• La Arté
• ქალაქობანა
• MakaDanu
• Lucy's Toys
• ენჯი / N.G. Art Accessories
• teddy.withfriends
• ტანგრამი

საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მეწარმე ქალების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა