საქართველოში Café del Mar-ის დებიუტი შედგა - VR Holding-მა შავი ზღვის სანაპიროზე საერთაშორისო Beach Club გახსნა
საქართველოს ტურისტულ სექტორს კიდევ ერთი საერთაშორისო მასშტაბის პროექტი დაემატა. VR Holding-მა, პროექტ VR Shekvetili Forest Beach-ის ფარგლებში, შეკვეთილში ლეგენდარული ბრენდის Café del Mar-ის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნისთვის, რადგან Café del Mar საქართველოში პირველად დამკვიდრდა, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე გაიხსნა პირველი ოფიციალური საერთაშორისო Beach Club, რომელიც ბრენდის ავთენტურ კონცეფციას სრულად ასახავს.

Beach Club-ის გახსნა ოფიციალური საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიება ლენტის გაჭრის ცერემონიით დაიწყო, რითაც Café del Mar-ის საქართველოში საქმიანობას ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. სტუმრების წინაშე საერთაშორისო არტისტებმა მუსიკალური და შოუ-პერფორმანსები გამართეს, რომლებმაც ბრენდის გამორჩეული ატმოსფერო და კონცეფცია თვალსაჩინოდ წარმოაჩინა.

ზაფხულის სეზონის განმავლობაში Café del Mar Beach Club სტუმრებს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას შესთავაზებს. სივრცეში რეგულარულად გაიმართება საერთაშორისო დიჯეების, მუსიკოსებისა და არტისტების მონაწილეობით ღონისძიებები, რომლებიც Café del Mar-ის მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ იდენტობას საქართველოში გადმოიტანს. ცოცხალი მუსიკა, თანამედროვე სანახაობრივი შოუები და ექსკლუზიური ღონისძიებები Beach Club-ს შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გასართობ სივრცედ აქცევს.
Café del Mar მსოფლიო მასშტაბით პრემიუმ სანაპირო ცხოვრების სტილის, მუსიკისა და განსაკუთრებული ატმოსფეროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია. ის წარმატებით ფუნქციონირებს არაერთ პოპულარულ საკურორტო მიმართულებაზე, ხოლო მისი საქართველოში შემოსვლა ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებისა და საერთაშორისო პოზიციონირების მნიშვნელოვანი ეტაპია.
VR Shekvetili Forest Beach პრემიუმ კლასის საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბუნებრივ გარემოს, თანამედროვე არქიტექტურას, მაღალი სტანდარტის მომსახურებასა და საერთაშორისო დონის სტუმარმასპინძლობის გამოცდილებას აერთიანებს.

Café del Mar-ის საქართველოში შემოსვლა VR Holding-ის სტრატეგიული განვითარების ნაწილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მიზანს, ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ VR Holding საქართველოში Café del Mar-ის ექსკლუზიური პარტნიორია.
პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის ზრდას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც პრემიუმ სანაპირო ტურისტული მიმართულების, პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.

სხვა სიახლეები
კომპანია Aqualia ესპანურია, მაგრამ რამდენიმე ესპანელი თანამშრომლის გარდა აქ ყველა ქართველია და შეიძლება ითქვა, რომ ქართული კომპანია ვართ - ხოსე ენრიკე ბოფილი
15.07.2026.10:40
კომპანია Aqualia ესპანურია, მაგრამ რამდენიმე ესპანელი თანამშრომლის გარდა აქ ყველა ქართველია და შეიძლება ითქვა, რომ ქართული კომპანია ვართ - ამის შესახებ, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენს კომპანიას სახელისუფლებო ორგანოებთან თანამშრომლობის დიდი სივრცე აქვს და ყოველთვის მზად ვართ რეკომენდაციების შეთავაზებისთვის სხვა სფეროებში საინტერესო მიმართულებებთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა შეხვედრები გაერთიანებულ წყალმომარგების კომპანიასთან და მათ გავაცანით თანამშობლობის კუთხით საინტერესო მიმართულებები, ასევე რეგიონებში მუშაობის მხრივ სემეკის და ხელისუფლების პოლიტიკის სტარტეგია. ჩვენ მუდმივად გვაქვს მზაობა საქრათველოსთან თანამშრობლობისთვის. ჩვენი კომპანიის თანამშრომლების უმეტესობა ქართველია და უნდა ითქვას რომ ჩვენს კომპანიში მხოლოდ სულ რამდენიმე ესპანელი მუშაობს. კომპანია ესპანურია, მაგრამ რამდენიმე ესპანელი თანამშრომლის გარდა აქ ყველა ქართველია და შეიძლება ითქვას რომ ქართული კომპანია ვართ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას. თან ჩვენი ბიზნესი ვაკეთოთ და თან ხელი შეუწყოთ ქვეყნის განვითარეაბს“, - აცხადებს Aqualia-ს რეგიონული დირექტორი.