მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7210
0.0303
flag
AZN 1.5292
0.0019
flag
CNY 39.064
0.0103
flag
EUR 2.9116
0.0182
flag
GBP 3.4902
0.0317
flag
KZT 57.31
0.0001
flag
TRY 0.052
-0.0001
flag
USD 2.5992
0.0033
news banner

საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით | მიხეილ ნამადოვი

news image
mbc image

საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ლოტუსი“ მიკრობანკი „კრისტალის“ დამოუკიდებელი და გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერას გეგმავს

02.11.2026.09:33

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა სს „ლოტუს იმპექტ ფაინენსისა“ და მასთან ერთობლივად მოქმედი აქციონერების შესაფერისობა, რომელიც მიკრობანკი „კრისტალის” მნიშვნელოვანი წილის შეძენას უკავშირდება.

„კრისტალის” დამფუძნებელი აქციონერების ინტერესების გაერთიანებითა და ახალი, თანამოაზრე ინვესტორების მხარდაჭერით, „ლოტუსი” ყალიბდება საინვესტიციო, კორპორაციული მართვისა და ტექნოლოგიურ პლატფორმად, რომლის მიზანია კრისტალის დამოუკიდებელი განვითარება და მისი გრძელვადიანი წარმატება.

„კრისტალის ისტორია ქუთაისში დაიწყო, როდესაც აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მცირე მეწარმეებისა და ოჯახებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა გადავწყვიტეთ. ამ ინიციატივიდან ჩამოყალიბდა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც დღეს ათიათასობით მომხმარებელს ემსახურება.

დღეს ჩვენ ვაერთიანებთ გამოცდილებას, კაპიტალსა და ახალ შესაძლებლობებს, რათა კრისტალმა შეინარჩუნოს თავისი უნიკალური მისია და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

გვჯერა, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტები და ჯანსაღი კონკურენცია, რაც მომხმარებლებისთვის მეტ არჩევანსა და უკეთეს მომსახურებას უზრუნველყოფს“, — აცხადებს „ლოტუსის” დირექტორი არჩილ ბაკურაძე.

„ლოტუსის” სტრატეგიული პრიორიტეტებია საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის განვითარება, ტექნოლოგიური ინოვაციები და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონულ ბაზრებზე გაფართოება.

„ლოტუსი” განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „კრისტალის” თანამშრომლების პროფესიონალიზმს, მომხმარებელთა ნდობასა და საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორებისა და კრედიტორების მნიშვნელოვან წვლილს კრისტალის განვითარებაში. პლატფორმა პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებასა და გაღრმავებას საკუთარი გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა