მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

საქართველოში ფაგების მიმართულებით ისტორიული და ტექნოლოგიური ,,ნოუ-ჰაუ" არსებობს l რატი ღოლიჯაშვილი

news image
mbc image

საქართველოში ფაგების მიმართულებით ისტორიული და ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ არსებობს - ამის შესახებ, „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ხანდახან, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში ერთ-ერთ ბიოტექნოლოგიურ მიმართულებაზე, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანას ვასწრებთ გარკვეული მიმართულებით ამ ნიშურ სექტორში, რასაც ფაგებს ვუწოდებთ, ხანდახან ზედმეტად კარგად ჟღერს იმისთვის, რომ იყოს სიმართლე, როგორც ამბობენ.

მაგრამ ისტორიულად, საქართველოში, ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ 100 წლის წინ დაიწყო ამ ყველაფრის განვითარება. ისტორიული ნოუ-ჰაუ, ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ აქ არსებობს წარმოების, ახალი მედიკამენტების აღმოჩენის, ფაგების მიმართულებით, ფაგებზე დაფუძნებულის, და ეს ყველაფერი დაიწყო ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში.

თითქმის 100 წლის წინ, 1934 წელს, არის ის შენობა აშენებული, რომელშიც თქვენ ვიზიტით იყავით და პირველი მსოფლიოში საწარმო არის ფაგების და დღეს უკვე პირველი არის ყველაზე მასშტაბური, რომელიც შეესაბამება ინდუსტრიული მასშტაბით აწარმოებს ფაგებს ევროპული GMP სტანდარტით.

შესაბამისად, კონკურენტუნარიანობა გაიზარდა ჩვენი კომპანიის, ჩვენი სექტორის. მაგალითისთვის შეუძლია ვთქვა, რომ სამი ინსპექცია გავიარეთ. ეს არის ახალ ბაზრებზე შესასვლელად საჭირო, რეგულაციის მიხედვით, ინსპექციის გავლა სტანდარტთან შესაბამისობის.

პირველადი ინფორმაციით, უზბეკეთში, ყაზახეთში წარმატებით გავიარეთ, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს და უფრო მნიშვნელოვნად გავზრდით საექსპორტო მიმართულებას“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12.10.2026.12:23

PSP-მ, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, ექსკლუზიური პარტნიორის - იტალიური სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი PIC Solution-ისგან ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ჯილდო PSP-ს საუკეთესო პარტნიორობისთვის გადაეცა, ამასთან აღიარება - ბრენდის ელჩად.

15-17 სექტემბერს იტალიის ქალაქ სალსომაჯორეში PIC Solution-ის დისტრიბუტორთა 26-ე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 45 ქვეყნის 150 წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე PSP-ს საუკეთესო პარტნიორობისთვის PIC Solution-ის სპეციალური ჯილდო - Best Sales Management გადაეცა.

შეხვედრის ორგანიზატორების მიწვევით, PSP-მ ღონისძიებაზე პრეზენტაციაც წარადგინა და სხვადასხვა ქვეყნის დისტრიბუტორებს საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა გაუზიარა. საერთაშორისო აღიარებას წინ უძღოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება - 25 მაისს PSP PIC Solution-ის ელჩად დასახელდა, რაც კომპანიებს შორის ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.

PIC Solution იტალიური წარმოშობის, ჯანმრთელობის სფეროში 50-წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდია, რომელიც ინოვაციურ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო პროდუქტებს ქმნის. ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტში შედის არტერიული წნევის საზომი აპარატები, მათ შორის RAPID სერია, ციფრული და ინფრაწითელი თერმომეტრები, პულსოქსიმეტრები, დიაბეტის მართვის მოწყობილობები, აეროზოლები, ნებულაიზერები და სხვა სამედიცინო პროდუქტები.

„PIC-სა და PSP-ს მრავალწლიანი, წარმატებული ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად მიიღონ წვდომა ბრენდის ინოვაციურ პროდუქტებსა და სიახლეებზე.
PIC-ის საერთაშორისო შეკრებებზე PSP -ს აღიარება და ჯილდოები მოტივაციას გვმატებს, რომ გავაგრძელოთ წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობა, რათა დისტრიბუტორებს შორის ქართული კომპანიის სახელი მაქსიმალურად ხშირად დაუკავშირდეს საერთაშორისო აღიარებას მსოფლიო მასშტაბით“, - აცხადებენ PSP-ში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა