მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

საქართველოში ინვესტორებისთვის ცალსახად დადებითი კლიმატია, დაინტერესება დიდია - გიორგი მარიამიძე

news image
mbc image

საქართველოში ინვესტორებისთვის ცალსახად დადებითი კლიმატია, დაინტერესება დიდია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Skillwill College-ის დამფუძნებელმა, გიორგი მარიამიძემ განაცხადა.

„ეს ზრდა, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ძირითადად განპირობებულია აიტი სერვისების ექსპორტით, ანუ იმ მომსახურებით, რომელიც საქართველოში იქმნება და საზღვარგარეთ გადის.

საქართველოში ინვესტორებისთვის ცალსახად დადებითი კლიმატია, დაინტერესება დიდია და ამაზე ადრეც გვესაუბრია, რომ გვყავს საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილები არიან საქართველოში და ამ მიმართულებით.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნო ის, რომ მაინც ვერ ავცდებით განათლებას. განათლებასთან უნდა მივიდეთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამ ზრდას ძლიერი ფუნდამენტი ჰქონდეს და მომავალშიც კარგად გაგრძელდეს. ამისთვის კვალიფიციური პროფესიონალები არიან ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც, კი ბატონო, საერთაშორისო კომპანიები შემოდიან საქართველოში, გვყავს ასევე ექსპატებიც, რაც ასევე კარგი ფაქტორია, იმიტომ, რომ ექსპატებთანაც შეიძლება გამოცდილების გაზიარება და კვალიფიკაციის ამაღლება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს ის რესურსი, ის ადამიანური, კვალიფიციური რესურსი, რომელსაც ეს საერთაშორისო კომპანიები შეეცდებიან, რომ დაასაქმონ თავისთან. აუცილებლად იზამენ ამას. საინვესტიციო კლიმატის გარდა, მათ აინტერესებთ ასევე ადამიანური რესურსი. ეს ფაქტორია მათ გადაწყვეტილებაში.

ამ მიმართულებით Skillwill-ში ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები დავნერგეთ. უკვე წელს, მოგეხსენებათ, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ძალიან დიდი თემა და ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალებს დღეს, ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად ყველა ეძებს. ჩვენ ამ მიმართულებით დავნერგეთ სადიპლომო პროგრამა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების მიმართულებით და დავამყარეთ ასევე საერთაშორისო თანამშრომლობა MIT-თან, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან, რომელიც მსოფლიოში ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით ნომერ პირველი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

მათი პროფესორების მიერ შემუშავებული Universal AI ასე ჰქვია, ასე ვთქვათ, უნივერსალური ხელოვნური ინტელექტის პროგრამას მიხედვით ისწავლიან უკვე Skillwill-ში სტუდენტები და სადღაც ერთ წელიწადში უკვე გვეყოლება რამდენიმე ასეული კვალიფიციური ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საერთაშორისო მოთამაშეების დაინტერესებას საქართველოს ბაზრით“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ნიმბიმ წინანდლის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმზე ქართული ღვინის საფერავის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა

13.11.2026.17:30

წინანდლის მამულმა ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ასოციაციის, Grand Jury du Vin-ის დაარსებიდან 30 წლის იუბილეც აღინიშნა.

ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ღვინის ექსპერტები, კრიტიკოსები და სომელიეები ესწრებოდნენ, მთავარი ყურადღება ქართული ღვინის უნიკალურ მრავალფეროვნებასა და საფერავის გლობალურ პოტენციალს დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო საფერავის კატეგორიაში ოქროს მედალი სწორედ ნიმბის საფერავს ერგო - ღვინოს, რომლის მთავარი მეღვინეც ცნობილი იტალიელი ენოლოგი რიკარდო კოტარელაა. ეს აღიარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდის მიზნისკენ, ახლებურად წარმოაჩინოს ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე.

„ნიმბის შექმნის მთავარი იდეა 8000-წლიანი ქართული ტრადიციის თანამედროვე მსოფლიო სტანდარტზე აყვანა იყო. Grand Jury du Vin-ის მსგავსი ავტორიტეტული ჟიურის შეფასება და ოქროს მედალი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქართული ტერუარისა და საერთაშორისო გამოცდილების სინთეზი სწორი გზაა“, - აღნიშნავს ნიმბის თანადამფუძნებელი ბაჩო ბუღდიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა