საქართველოში IT სექტორში 52 000 ადამიანია დასაქმებული - ვაკო თურნავა
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის წევრმა ვაკო თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ICT სექტორი გლობალურ კონკურენციაშია ჩართული. მისივე განცხადებით, მხოლოდ საგადასახადო შეღავათები საკმარისი არ არის და ქვეყანას დამატებითი უპირატესობებით უწევს უცხოელი სპეციალისტებისა და კომპანიების მოზიდვა, მათ შორის ცხოვრების ხარისხით, უსაფრთხო გარემოთი და განათლების პროგრამებით, მაშინ როცა სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 52 000-ს აღწევს და საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.
„ადამიანს ბევრი რამ სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს. თუნდაც კომპანიამ თვითონ გადაწყვიტოს, რომ აქ შემოვიდეს. რა თქმა უნდა უყურებს იმ ბენეფიტებს, სად წავიდეს, რომელ ქვეყანაში წავიდეს. ბევრი ქვეყანა სთავაზობს, მათ შორის დუბაი - ახლა ცოტა რთული იქნება მათთან წასვლა. ძალიან დიდ კონკურენციაა.
რა აინტერესებს ხომ უცხოელს საქართველოში როცა ჩამოდის? რომ იყოს სიმშვიდე, სიწყნარე, კრიმინალი არ იყოს, დაბალი დონე იყოს კრიმინალის, კარგი საჭმელი იყოს, კარგი ქვეყანა იყოს, ბინა იქირავოს და კომფორტულად მოკლედ კომფორტულად იგრძნოს თავი.
ვფიქრობ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ ექსპატი ჩამოვიდეს, იცხოვროს და აქედან იმუშაოს.
დღეს საქართველოში მთლიანად IT სექტორში სადღაც 52 000 კაცი უკვე დასაქმებული, ქართველიან-უცხოელიანად და ჩვენ გვინდა, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გავზარდოთ. ამისთვის ბევრი ნაბიჯი არის გადადგმული, განსაკუთრებით სწავლების ნაწილში არის ბევრი ნაბიჯი გადადგმული. უკვე პროფესიული განათლება უკვე წინ წამოვიდა და უკვე ახალი რეფორმით მაგალითად უკვე სტუდენტებს შეეძლებათ, რომ მაგალითად პროფსასწავლებელში ჩააბარონ და არა მხოლოდ უნივერსიტეტში და ისწავლონ IT მიმართულება.
ასევე, მერია "ისწავლე და დასაქმდის" პროგრამით დასაქმებას. ახლა იყო ერთ-ერთი ბოლო პრეზენტაცია, მაგრამ ეს უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და 15 000 ბენეფიციარი ჰყავს ამ პროგრამას, რაც ძალიან კარგია და ძალიან მისასალმებელია, როდესაც ქვეყანა და მუნიციპალიტეტი ასე უდგას მოქალაქეებს გვერდში. ამიტომ ვისაც უნდა სწავლა, ასევე არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ისწავლოს, შევიდეს მერიის საიტზე, იქ იპოვოს კონკრეტული კურსი, აირჩიოს და დარეგისტრირდეს და აირჩიოს ის სასწავლებელი სადაც უნდა ისწავლოს. და სულ რაღაც 7-დან 12 თვემდე პერიოდის სწავლის შემდეგ უკვე შეუძლია, რომ ღირსეული ხელფასი ჰქონდეს.
მინდა შეგახსენოთ, რომ ზოგადად ICT სფეროში საშუალო ხელფასი არის 4 500 ლარამდე, რაც BPO-ებსაც მოიცავს, აუთსორსინგულ კომპანიებს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულად ტექნოლოგიების კომპანიაზე, სადაც კოდს წერენ ან AI-სთან მუშაობენ და ასე შემდეგ, მანდ უკვე სადღაც 7 500 ლარზე არის საშუალო ხელფასი, რაც ნიშნავს, რომ ზოგს აქვს 15 000, ზოგს 5 000, მაგრამ საშუალო ხელფასი უკვე 7 000 ლარია, რაც ქვეყანაში 3.5-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო ხელფასი“, - აცხადებს ვაკო თურნავა.
სხვა სიახლეები
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი Leila Meskhi Tennis Academy Cup & Coca Cola
29.05.2026.20:51
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ორგანიზებით 30 მაისიდან - 7 ივნისის ჩათვლით, ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე ევროპის ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი (TENNIS EUROPE JUNIOR TOUR U 14) - ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ( Leila Meskhi Tennis Academy & Coca-Cola Cup) გაიმართება.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ უკვე მრავალი წელია სპორტისა და არაერთი ახალგაზრდული ინიციატივის მხარდამჭერია. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ტურნირების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდა სპორტსმენებს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს როგორც ქართული სპორტის განვითარებას, ისე ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო სპორტულ სივრცეში. ვინაიდან „კოკა-კოლასთვის“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მისია და პასუხისმგებლობაა, კომპანია უკვე წლებია ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და მისი ტურნირების მთავარი პარტნიორია.
საერთაშორისო ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში გაიმართება. საჩოგბურთო შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აშშ, გერმანია, ისრაელი, ყაზახეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.
საკვალიფიკაციო თამაშები 30 მაისს, ხოლო მთავარი ბადის თამაშები 1 ივნისიდან დაიწყება. ფინალური შეჯიბრება და დაჯილდოების ცერემონიალი კი 7 ივნისს გაიმართება.
ტურნირისთვის სპეციალურად მოწვეულია თეთრის სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო მსაჯი, რომელიც ტურნირსა და ადგილობრივი ხაზის მსაჯებს უხელმძღვანელებს.
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასის მიზანია: ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელების ოსტატობის ამაღლება, ჩოგბურთელებისთვის საერთაშორისო ქულების მოპოვება და საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება.