საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ყიდულობს ჯანმრთელობის დაზღვევას და ყველაზე მეტად გასაგები პროდუქტია - მიხეილ ჯაფარიძე
საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ყიდულობს ჯანმრთელობის დაზღვევას და ყველაზე მეტად გასაგები პროდუქტია - განაცხადა სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
„ზოგადად, საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა ისტორიულად 10-15 წელია რომ ჯანმრთელობის დაზღვევა არის არის,,ბესტსელერი”, ყველაზე მეტი ადამიანი ყიდულობს ჯანმრთელობის დაზღვევას და ყველაზე მეტად გასაგები პროდუქტია. ადამიანებმა ისწავლეს მისი საჭიროება, გამოყენება. სადაზღვევო კომპანიებიც ამაში მეტ-ნაკლებად დახელოვნდნენ, სერვისები გაფართოვდა, ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ტექნოლოგიური მათ შორის და აქედან გამომდინარე, ყველაზე პოპულარული პროდუქტია. სხვადასხვა ციფრებია ხოლმე წლიდან წლამდე, მაგრამ უხეშად რომ ვივარაუდოთ ნახევარი მთელი სექტორის არის ჯანმრთელობის დაზღვევა. ამის შემდეგ არის ავტომობილების დაზღვევა, შემდეგ არის ქონების დაზღვევა და შემდეგ უკვე ყველა დანარჩენი სახეობა.
პოპულარობის კუთხით ჩვენ ყველაზე მეტად გვესაკლისება რომ ავტოდაზღვევა და ქონების დაზღვევა არ არის იმ მოწოდების სიმაღლეზე ანუ შეღწევა, პენეტრაციას რომ ვეძახით სამწუხაროდ არ გვაქვს ისეთი როგორიც უნდა გვქონდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კვალობაზე. ამას მთელი რიგი მიზეზები განაპირობებს და ამიტომაც არის ხოლმე რომ ჩვენი ზრდა როგორც წესი უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეკონომიკის ზრდა იმიტომ რომ დაზღვევა არ არის განვითარების იმ საფეხურზე რომელსაც ვისურვებდით. ასე რომ აი ესეთი სიტუაცია გვაქვს წლიდან წლამდე", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
სხვა სიახლეები
ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი
19.09.2026.16:42
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.
„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ