მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7157.5
0.0143
flag
AZN 1.5384
-0.0005
flag
CNY 38.806
0.0003
flag
EUR 3.0315
0.0082
flag
GBP 3.5462
0.0067
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6152
-0.001
news banner

პირველად რეგიონში - მსოფლიოში ცნობილი სანერგე Planasa კომპანია AgriTouch-თან ერთად ლურჯი მოცვის ახალ, დაცულ ჯიშებს გამოცდის

news image
mbc image

კომპანია AgriTouch ქართულ აგროსექტორში ახალ ეტაპს იწყებს - Planasa-სთან პარტნიორობით საქართველოში ლურჯი მოცვის დაცული ჯიშების სადემონსტრაციო ბაღი გაშენდება , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს საკონსულტაციო კომპანია Agritouch-ის დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ განუცხადა.

„ქართული აგროსექტორისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა - კომპანია AgriTouch ესპანურ საერთაშორისო ლიდერ კომპანიასთან Planasa თანამშრომლობით საქართველოში იწყებს სრულიად ახალი, დაცული ლურჯი მოცვის ჯიშების სადემონსტრაციო ბაღის შექმნას.

Planasa მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აგრარული ინოვაციის კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება ახალი ჯიშების სელექციაში, გენეტიკურ განვითარებასა და სანერგე წარმოებაში. კომპანიას 50+ წლიანი გამოცდილება აქვს, ოპერირებს მრავალ ქვეყანაში და ცნობილია პრემიუმ კენკროვანი კულტურების განსაკუთრებით, ლურჯი მოცვის ინოვაციური გენეტიკით.

ეს თანამშრომლობა განსაკუთრებულია, რადგან საუბარია დაცულ (protected) ჯიშებზე, რომელთა კომერციული გამოყენება კონტროლდება ლიცენზირებითა და ინტელექტუალური საკუთრების წესებით. მსგავსი გენეტიკის ხელმისაწვდომობა მსოფლიოში საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომ ასეთი პროექტის საქართველოში დაწყება მნიშვნელოვანი ნდობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის მაჩვენებელია.

ჩვენი მიზანია საქართველოში ამ ახალი გენეტიკის ადაპტაციის, პროდუქტიულობის, ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და ბაზრის პოტენციალის შეფასება ადგილობრივ კლიმატურ და აგრონომიულ პირობებში.

ეს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად სექტორისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია გენდობა და გაძლევს შესაძლებლობას ახალი თაობის ჯიშები გამოსცადო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე საერთაშორისო აგროინოვაციების რუკაზე ჩანს.

AgriTouch-ისთვის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფოკუსს ინოვაციაზე, თანამედროვე აგროტექნოლოგიებსა და საქართველოს, როგორც მაღალი ხარისხის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებაზე “, - აცხადებს ეკა ვეფხვაძე.

ინფორმაციისთვის, კომპანია AgriTouch ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია „აგრითაჩის“ 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

18.08.2026.14:00

2026 წლის პირველი ნახევარი „აგრითაჩისთვის“ კვლევისა და განვითარების, ახალი გენეტიკისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით აქტიური მუშაობით გამოირჩევა. კომპანიამ Planasa-სთან თანამშრომლობით საქართველოში ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამა დაიწყო. პარალელურად, „აგრითაჩმა“ საექსპორტო მიმართულებები გააფართოვა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, წლის დარჩენილ პერიოდში კომპანიის მთავარი პრიორიტეტი R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია იქნება.

როგორ შეაფასებდით „აგრითაჩისთვის“ პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წელი „აგრითაჩისთვის“ საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსხვავებული წელია. წელს გაცილებით მეტი რესურსი და ძალისხმევა მივმართეთ კვლევა / განვითარება R&D-ის, ახალი გენეტიკისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით.

ერთ-ერთი მთავარი პროექტია Planasa-სთან თანამშრომლობა და საქართველოში და ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამის დაწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ჯიშების შემოტანა, არამედ მათი რეალურ ქართულ პირობებში გამოცდა, მონაცემების დაგროვება და შეფასება - რომელი გენეტიკა იქნება ყველაზე პროდუქტიული, ხარისხიანი და საინტერესო საექსპორტო ბაზრებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა EdenCore-ის Viewer ტექნოლოგიასთან მუშაობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით მცენარის მდგომარეობის, ზრდის დინამიკისა და მოსავლის პოტენციალის უფრო ზუსტად შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.

2026 წელი მნიშვნელოვანია საერთაშორისო წარმომადგენლობის კუთხითაც. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, „აგრითაჩი“ შეირჩა საქართველოს პავილიონში ქვეყნის წარმოსადგენად რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე - Fruit Logistica-ზე, Fruit Attraction-ზე და India Select Expo-ზე.

ჩვენთვის ეს მხოლოდ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ერთდროულად წარმოვადგინოთ ქართული პროდუქტი, ქართული აგროსექტორის შესაძლებლობები და თავად საქართველო.

როგორია თქვენი სტრატეგია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში?

ჩვენი საექსპორტო სტრატეგიის მთავარი პრინციპია დივერსიფიკაცია - ქართული მოცვის ექსპორტი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე.

2026 წელს ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვიმუშავეთ. გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე და გვქონდა ექსპორტები კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და ომანის მიმართულებით. პარალელურად ვმუშაობთ ისრაელის, თურქეთისა და ინდოეთის მიმართულებებზე.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი მონაწილეობაც საერთაშორისო გამოფენებში - Fruit Logistica, Fruit Attraction და India Select Expo. ეს ჩვენთვის მხოლოდ კომპანიის წარდგენის ადგილი კი არა, ახალი ბაზრების, იმპორტიორებისა და გრძელვადიანი პარტნიორების მოძიების ინსტრუმენტია.

ჩვენი მიზანია, ქართულ მწარმოებელს ჰქონდეს რამდენიმე ძლიერი საექსპორტო მიმართულება და მეტი არჩევანი პროდუქტის რეალიზაციისას.

რა რჩება 2026 წლის ძირითად პრიორიტეტად?

2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ორი ძირითადი პრიორიტეტი გვაქვს - R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია.

გავაგრძელებთ Planasa-ს ახალი გენეტიკის გამოცდას, Viewer-ის საშუალებით მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს და თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებზე მუშაობას.

ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა უკვე დაწყებული საექსპორტო მიმართულებების გაძლიერება და ახალი ბაზრების გახსნა.

ჩვენი ხედვაა, რომ „აგრითაჩი“ ეტაპობრივად გახდეს ერთგვარი დამაკავშირებელი პლატფორმა საქართველოსა და გლობალურ აგროინდუსტრიას შორის - ახალი გენეტიკის, ტექნოლოგიების, ცოდნისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა