საქართველოში პირველად: Café del Mar-ის სახელობის Beach Club
საქართველოში, ტურიზმის განვითარების ნაწილში, იწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - პროექტ VR Shekvetili Forest~Beach-ის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება საერთაშორისო ბრენდის - Café del Mar-ის სახელობის VR Signature Beach Club-ის გახსნა, რომელიც მსგავსი კონცეფციის მქონე პირველი სივრცე იქნება, ქვეყნის მასშტაბით.
Café del Mar-ის Beach Club-ები და კონცეფციური სივრცეები წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს მასშტაბით, მაგალითად ესპანეთში, მალტაზე, ტაილანდში, მექსიკასა და სხვადასხვა ცნობილ ლოკაციებზე. ლეგენდარული Ibiza-ს ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია განსაკუთრებული მუსიკალური ატმოსფეროთი, ლაუნჯ კულტურითა და მზის ჩასვლის უნიკალური ხედებით, ახლა უკვე საქართველოს სტუმრებსა და ადგილობრივებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

VR Shekvetili Forest~Beach-ის სივრცეში შექმნილი Beach Club სტუმრებს შესთავაზებს ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს, ავთენტურ ლაუნჯ გამოცდილებას, მსოფლიო დონის DJ სეტებსა და განსაკუთრებულ საღამოებს მზის ჩასვლის ფონზე. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს სივრცე მიზნად ისახავს არა მხოლოდ გართობის, არამედ ცხოვრების ახალი სტილის შექმნას, სადაც ბუნება, მუსიკა და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.

VR Holding-ში აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ, საერთაშორისო მნიშვნელობის მიმართულებას შექმნის და ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მაღალი დონის დასვენებისა და გასართობი გამოცდილების მაძიებელი სტუმრებისთვისა და ინვესტორებისთვის.
VR Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი - თინათინ სამხარაძე აღნიშნავს:
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში პირველად ვმასპინძლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა Café del Mar. ეს არის სივრცე, რომელიც მხოლოდ Beach Club არ იქნება - ეს არის ემოცია, ცხოვრების სტილი და გამოცდილება, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ბუნებასა და მაღალი ხარისხის გასართობ კულტურას. გვჯერა, რომ VR Shekvetili Forest~Beach-ში შექმნილი ეს ახალი ადგილი სწრაფად იქცევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების საყვარელ ლოკაციად”.
ახალი Beach Club-ის გახსნა სტუმრებს დაუვიწყარ ზაფხულს ჰპირდება 2026 წელს. ეს არის ადგილი, სადაც ზღვა, ტყე და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.
სხვა სიახლეები
ლარა ფაბიანმა ქართული ბრენდის, „ღვინის ბრილიანტის“ Je T’aime ყელსაბამი მოირგო
15.07.2026.12:00
მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ლარა ფაბიანმა „ღვინის ბრილიანტის“ მიერ შექმნილ ყელსაბამი მოირგო. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს ბრენდის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განუცხადა.

„Je T’aime - „მე შენ მიყვარხარ“ ლარა ფაბიანის შემოქმედებაში ყველა ცნობილი ჰიტია, რომელიც ყველა ადამიანმა იცის. სწორედ ეს სიმღერა იქცა ჩვენი ვარდისფერი გულის დიზაინის მქონე, საფერავი როზეს ღვინის კრისტალებისგან შექმნილი სამკაულის ინსპირაციად, რომელიც ქალბატონ ლარას პირადად გადავეცით!

ლარა ფაბიანის მიერ ჩვენი ნამუშევრის ტარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს არის სიმბოლური კავშირი მუსიკასა და ხელოვნებას შორის - ორ სამყაროს შორის, რომლებიც ადამიანებში ემოციების გაღვივებასა და შთაგონების შექმნას ემსახურებიან. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი ნამუშევარი ისეთ ხელოვანს უკავშირდება, რომლის შემოქმედებაც მილიონობით ადამიანს შთააგონებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი და სასიამოვნო იყო ის მომენტი, როდესაც ლარა ფაბიანი დიდი ყურადღებით ეცნობოდა, „ღვინის ბრილიანტის“ სამკაულის პასპორტში, ქართულ-ინგლისურ ენებზე დაწერილ, ჩვენი ბრენდისა და ქვეყნის შესახებ, საინტერესო ცნობებს.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, „ღვინის ბრილიანტის“ სამკაული მონიკა ბელუჩიმაც მოირგოს“, - აცხადებს თამარ აბულაძე.
ინფორმაციისთვის, „ღვინის ბრილიანტის“ სამკაულებს ისეთი ცნობილი სახეები ატარებენ, როგორებიც არიან სოფი ლორენი, ორნელა მუტი, სიმონა კავალარი და ლარა ფაბიანი. ეს მიმართლება, ბრენდინსთვის ერთგბარ ნიშადაც იქცა, რომ ქართული ღვინის კრისტალებისგან შექმნილი უნიკალური სამკაული, მსოფლიო ლეგენდებმა ატარონ!
