საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
დღეს მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტი სერვისი გადადის ციფრულ სივრცეში - ტაქსის აპლიკაციებიდან დაწყებული, ონლაინ შოპინგითა და საკვების მიტანის სერვისებით დამთავრებული. ამიტომ ხშირად რთულია იმის გახსენება, კონკრეტულად სად გვაქვს საბანკო ბარათი დამატებული ან რომელ სერვისზე ვიხდით თანხას რეგულარულად.
ამ გამოცდილების გასამარტივებლად, პირველად საქართველოში, Visa-სთან თანამშრომლობით, თიბისიმ მობაილბანკში ე.წ Subscription-ების შემოწმების ახალი ფუნქციონალი - „გამოწერები“- დანერგა.
ფუნქციონალი ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმშია და მისით სარგებლობა თიბისი კონცეპტისა და Wealth Management-ის იმ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებიც გამოწერებისა და ონლაინ გადახდებისთვის თიბისის ნებისმიერ Visa ბარათს იყენებენ.
გამოწერების სანახავად, ეწვიეთ მობაილბანკს, აირჩიეთ თქვენი თიბისი Visa ბარათი და გადადით „გამოწერების“ ბანერზე.
გამოწერების ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თიბისი Visa ბარათით განხორციელებული განმეორებადი გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ - მარტივად აღმოაჩინონ გამოწერები და ონლაინ პლატფორმებზე დამახსოვრებული ბარათები, რომლებსაც შესაძლოა აღარ იყენებდნენ.
თიბისი Visa ბარათის მომხმარებლები შესაძლოა რეგულარულად იხდიდნენ ისეთი ონლაინ პლატფორმების, მაღაზიებისა და სერვისების საფასურს, როგორიცაა Netflix, Amazon Prime და სხვა. მათ შორისაა ყოველთვიური და ყოველწლიური გამოწერები და სხვა განმეორებადი გადახდები.
ფუნქციონალის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
28.09.2026.12:41
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის საინტერესო შესაძლებლობებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 17 ოქტომბერს „Factory Tbilisi“-ში Tbilisi Hip-Hop Festival გაიმართება.
ფესტივალი ურბანული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას მუსიკას, ქუჩის ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას ერთ სივრცეში გააერთიანებს და სტუმრებს ჰიპ-ჰოპის კულტურასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.
Tbilisi Hip-Hop Festival-ის მუსიკალური პროგრამის მთავარი არტისტი ბრუკლინელი Talib Kweli იქნება, ჰიპ-ჰოპის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. ის ცნობილია Mos Def-თან ერთად შექმნილი საკულტო პროექტით Black Star და სოციალური თემატიკით გამორჩეული შემოქმედებით.
ფესტივალზე ასევე წარდგებიან სამხრეთ ლონდონის რეპ-სცენის გამორჩეული ხმა FLOHIO, თანამედროვე ქართული ჰიპ-ჰოპის წამყვანი არტისტები TAHA, Kay G და Mush One, ასევე სხვა სპეციალური სტუმრები.
ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა შოუქეისსაც მოიცავს, მათ შორის Sioni Hi-Fi Soundsystem-სა და Red Bull Dance Your Style-ის Street Dance Showcase-ს. Graffiti Battle-ის ფარგლებში კი არტისტები ნამუშევრებს მაყურებლის თვალწინ შექმნიან. ადგილზე ასევე ჩატარდება producer battle.
ამასთან ერთად, ფესტივალის კულტურულ ზონაში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა „50 Iconic Moments of Hip-Hop History“, რომელიც ჰიპ-ჰოპის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას და ჟანრის საკულტო მომენტებს გააცოცხლებს. ასევე მოეწყობა ფილმების ჩვენების სივრცე, სადაც დღის განმავლობაში ჰიპ-ჰოპ კულტურასთან დაკავშირებულ ქართულ და უცხოურ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს აჩვენებენ.
ფესტივალის ტერიტორიაზე სტუმრებს ასევე დახვდებათ Food Court, ბარი და სხვადასხვა გასართობი და ინტერაქციული სივრცე.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ბილეთების სანახავად ეწვიეთ ბმულს.