საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8%-ია დაზღვეული - სტატისტიკა
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია, - აცხადებენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში.
უწყების ცნობით, 2025 წლის 6 თვეში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობებში (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) მოქმედი პოლისების რაოდენობა 146,271 ერთეულს შეადგენდა, რაც 10%-ით მეტია 2024 წლის, ხოლო 20%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.
2025 წლის 6 თვე - 146,271 მოქმედი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისი
2024 წლის 6 თვე - 133,540 მოქმედი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისი
2023 წლის 6 თვე - 121,512 სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სამედიცინო პოლისი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.