მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში სადაზღვევო ბროკერთა ასოციაცია - GIBA დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთი წევრი Magnus-ია

news image
mbc image

საქართველოში სადაზღვევო ბროკერთა ასოციაცია - GIBA დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთი წევრი Magnus-ია, - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია კახიანმა განუცხადა.

„საქართველოში სადაზღვევო ბროკერების პროფესიული გაერთიანება - GIBA (Georgian Insurance Brokers’ Association) დაფუძნდა. ახალი ასოციაცია აერთიანებს ლიცენზირებულ სადაზღვევო ბროკერებს და მისი მიზანია სექტორის განვითარება, პროფესიული სტანდარტების გაძლიერება და სადაზღვევო ბაზარზე ბროკერების როლის კიდევ უფრო გამოკვეთა.

GIBA სადაზღვევო ბროკერებისთვის ერთიანი პროფესიული პლატფორმა იქნება. ასოციაცია წევრი კომპანიების საერთო ინტერესების წარმომადგენლობასა და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. ორგანიზაცია ასევე იმუშავებს სახელმწიფო უწყებებთან, მარეგულირებელ ორგანოებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პროფესიული ეთიკისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტების განვითარება იქნება. GIBA ხელს შეუწყობს წევრი ბროკერების პროფესიულ განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას.

ასოციაციის საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპებს. GIBA-ში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ბროკერს, რომელიც აღნიშნულ პროფესიულ პრინციპებს იზიარებს.

ახალი გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სადაზღვევო ბროკერების სექტორში საერთო პროფესიული პოზიციების ჩამოყალიბება და მათი კოორდინირებული წარმომადგენლობა იქნება. ამასთან, ასოციაცია გეგმავს ბროკერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და მათი გამოცდილებისა და პროფესიული ხედვების უფრო აქტიურად წარმოჩენას სადაზღვევო ბაზრის განვითარების პროცესში.

GIBA-ის გამგეობის თავმჯდომარეა გიორგი კანკია — სადაზღვევო საბროკერო კომპანია აქტონის დამფუძნებელი და დირექტორი.

ასოციაციის გამგეობის წევრები არიან:

  • ლევან ჯიშკარიანი - დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი გრეკო ჯორჯია
  • ია მესხი - რეზოლუშნ ინშუარანს ბროუქერს საქართველო
  • ქეთევან ფავლენიშვილი - სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს
  • მაია კახიანი - მაგნუსი სადაზღვევო ბროკერი
  • თეა ახალაძე - სადაზღვევო ბროკერი ვი ინშუარ
  • ვახტანგ ჯავახაძე - სადაზღვევო საბროკერო კომპანია კალმა
  • თამარ ცქიტიშვილი - სადაზღვევო ბროკერი ბროკერს ჰაბი
  • ცირა ჯიქია - სადაზღვევო ბროკერი ვოლო

GIBA-ის დაფუძნებით საქართველოში სადაზღვევო ბროკერებისთვის ერთიანი პროფესიული პლატფორმა შეიქმნა, რომელიც სექტორის საერთო ინტერესების წარმომადგენლობას, პროფესიული სტანდარტების განვითარებას და ბროკერების როლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მაია კახიანი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა