საქართველოში სადაზღვევო ბროკერთა ასოციაცია - GIBA დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთი წევრი Magnus-ია
საქართველოში სადაზღვევო ბროკერთა ასოციაცია - GIBA დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთი წევრი Magnus-ია, - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია კახიანმა განუცხადა.
„საქართველოში სადაზღვევო ბროკერების პროფესიული გაერთიანება - GIBA (Georgian Insurance Brokers’ Association) დაფუძნდა. ახალი ასოციაცია აერთიანებს ლიცენზირებულ სადაზღვევო ბროკერებს და მისი მიზანია სექტორის განვითარება, პროფესიული სტანდარტების გაძლიერება და სადაზღვევო ბაზარზე ბროკერების როლის კიდევ უფრო გამოკვეთა.
GIBA სადაზღვევო ბროკერებისთვის ერთიანი პროფესიული პლატფორმა იქნება. ასოციაცია წევრი კომპანიების საერთო ინტერესების წარმომადგენლობასა და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. ორგანიზაცია ასევე იმუშავებს სახელმწიფო უწყებებთან, მარეგულირებელ ორგანოებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მიმართულებით.
ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პროფესიული ეთიკისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტების განვითარება იქნება. GIBA ხელს შეუწყობს წევრი ბროკერების პროფესიულ განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას.
ასოციაციის საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპებს. GIBA-ში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ბროკერს, რომელიც აღნიშნულ პროფესიულ პრინციპებს იზიარებს.
ახალი გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სადაზღვევო ბროკერების სექტორში საერთო პროფესიული პოზიციების ჩამოყალიბება და მათი კოორდინირებული წარმომადგენლობა იქნება. ამასთან, ასოციაცია გეგმავს ბროკერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და მათი გამოცდილებისა და პროფესიული ხედვების უფრო აქტიურად წარმოჩენას სადაზღვევო ბაზრის განვითარების პროცესში.
GIBA-ის გამგეობის თავმჯდომარეა გიორგი კანკია — სადაზღვევო საბროკერო კომპანია აქტონის დამფუძნებელი და დირექტორი.
ასოციაციის გამგეობის წევრები არიან:
GIBA-ის დაფუძნებით საქართველოში სადაზღვევო ბროკერებისთვის ერთიანი პროფესიული პლატფორმა შეიქმნა, რომელიც სექტორის საერთო ინტერესების წარმომადგენლობას, პროფესიული სტანდარტების განვითარებას და ბროკერების როლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მაია კახიანი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
07.10.2026.18:25
საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორობით შეიქმნა.
სუპერ PLUS Visa ბარათი ექსკლუზიურ პირობებსა და მრავალფეროვან შეთავაზებებს აერთიანებს. მათ შორისაა:
• PLUS ქულების დაგროვება განსაკუთრებული რაოდენობით: საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2.1 PLUS ქულა ირიცხება;
• გაორმაგებული ქულები ყოველდღიურ შესყიდვებზე: სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას ქულები ორმაგდება (ყოველთვიურად გაორმაგებით მაქს. 10.000 PLUS ქულა);
• პერსონალიზებული შეთავაზებები: მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი PLUS შეთავაზებები, რათა მათთვის საინტერესო კატეგორიებში კიდევ უფრო მეტი ქულა დააგროვონ.
ახალი SUPER ნაკრები ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისთვის სპეციალურ პირობებს აერთიანებს. მათ შორისაა
• ვალუტის კონვერტაცია სპეციალური კურსით: მობილბანკსა და ინტერნეტბანკში SUPER ნაკრების რეზიდენტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვალუტის (GEL, USD, EUR) სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლა ყოველთვიური 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;
• მუდმივი ფასდაკლებები: პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მოქმედებს მუდმივი 20%-იანი ფასდაკლება (შეთავაზებების მიხედვით მაქსიმუმ 50%-მდე);
• სწრაფი ტრანზაქციები: მობილბანკიდან გადარიცხვები და გადმორიცხვები სრულდება მყისიერად, 24/7 რეჟიმში, პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში.
SUPER ნაკრებისა და მასში შემავალი სუპერ PLUS ბარათის გააქტიურება, სხვა არხებთან ერთად, შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან.