მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

საქართველოში წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით, თბილისში „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიების მოზიდვა და მათი ჩართულობის გაზრდა საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

კონფერენციამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურის, საინჟინრო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კერძო კომპანიები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ასევე სექტორში არსებული შესაძლებლობების შესახებ.

კონფერენცია საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ და ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა გახსნეს. 
მინისტრის განცხადებით, წყლის სექტორი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რის ფარგლებშიც სახელმწიფო მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

მისი თქმით, სამინისტროს მართვაში არსებული „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 49 მუნიციპალიტეტში დაახლოებით 420 000 აბონენტს ემსახურება და მომსახურების არეალი ეტაპობრივად იზრდება. ბოლო წლებში სექტორში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდება. უკვე დაწყებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის 400 მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგების მიზნით სამინისტრო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კომპანიების ჩართულობის გაზრდაზე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე — გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს შექმნაზე.

რეფორმების ფარგლებში იცვლება პროექტების განხორციელების მიდგომაც — აქცენტი კეთდება ხარისხიან პროექტირებაზე, რის შემდეგაც გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი სტანდარტების დანერგვაზე, კომპანიის ეფექტიანობის ზრდასა და სექტორის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებაზე.

რევაზ სოხაძის განცხადებით, საქართველო ქმნის ღია, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოს, სადაც სატენდერო პროცედურები ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს ყველა მონაწილისთვის.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების როლს და აღნიშნა, რომ საქართველოს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის ADB-სთან, რომლის მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ინერგება მაღალი სტანდარტები. მისი შეფასებით, აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის სანდოობას და სტაბილურ საინვესტიციო გარემოს.

ღონისძიების მიზანი იყო საერთაშორისო კომპანიების დაინტერესება, მათი ნდობის გაძლიერება და საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა

08.06.2026.18:13

საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.

“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა