მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

სარკინიგზო საზღვრის კვეთის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით,თბილისში, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა სარკინიგზო სფეროში მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების იმპლემენტაციაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სახელმწიფო მარეგულირებელ უწყებებსა და სარკინიგზო კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების მონაწილეებს შორის ელექტრონული მონაცემების ურთიერთგაცვლისა და ამ ტიპის გადაზიდვების შემდგომ დიჯიტალიზაციის, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდისა და შესაბამისი პროცედურების გამარტივების საკითხებს.
დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საბაჟო პროცედურების განხორციელების მიმართულებით, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს.

ღონისძიებაში UN ESCAP-ისა და OSJD-ის წევრი 18 სახელმწიფოს 80-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, სარკინიგზო კომპანიებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSJD) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) ეგიდით გაიმართა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers’ Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია

09.09.2026.14:57

საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭოს (GeoSTQB) ორგანიზებით, წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება -Testers' Day 2026 გაიმართა.

Testers' Day 2026-მა ერთ სივრცეში გააერთიანა ყველა, ვინც გლობალური და ადგილობრივი ტექნოლოგიების მომავალს ქმნის. ღონისძიება ტრადიციულად აერთიანებს QA ინჟინრებს და ტექ-ლიდერებს. წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სიახლე Safety by Design (SbD) პრინციპების წარდგენა გახლდათ.

„ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, წელსაც შეუერთდა Testers’ International Day-სა და Testing Cup-ს, როგორც ღონისძიების სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პროფესიული გარემოს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას უწყობს ხელს. ლიბერთის ტექნოლოგიურ გუნდში დღეს დაახლოებით 60 ტესტერი მუშაობს და სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, ისე QA პროფესიული community-ის გაძლიერებას. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დამკვიდრებას. ამასთანავე, აძლიერებს ბანკის, როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით მსხვილი დამსაქმებლის პოზიციონირებას", -ავთანდილ ყავრელიშვილი, ლიბერთის IT დირექტორის მოადგილე.

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ:

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. იგი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა