საშუალება გვექნება, რომ საწვავის ფასების ეტაპობრივი შემცირებები გავაკეთოთ - ვისოლის გენერალური დირექტორი
ნავთობ-პროდუქტების იმპორტიორ კომპანია „ვისოლში“ საწვავს ფასების ეტაპობრივ შემცირებას პროგნოზირებენ. როგორც Business Insider Georgia-ს „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განუცხადა, ახლო პერიოდში გლობალურ ბაზაზე ფასების კლების ფონზე კომპანიას საშუალება ექნება, რომ ფასების ეტაპობრივი შემცირებები გააკეთოს.
„წლის ბოლომდე ფასების პროგნოზირების გაკეთება რთულია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბრის მიმდინარე 2 კვირის განმავლობაში და აგვისტოს ბოლო პერიოდი იყო დაღმავალი, ჩვენი მიმდინარე იმპორტებიდან გამომდინარე, საშუალება გვექნება, რომ საწვავის ფასების ეტაპობრივი შემცირებები გავაკეთოთ“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.
ვასილ ხორავას თქმით, საწვავზე მოთხოვნა გაზრდილია.
„გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია, როგორც ბენზინის ისე დიზელის ნაწილში. მიმდინარე წლის 8 თვეს 2023 წლის 8 თვეს, რომ შევადაროთ დაახლოებით 10%-მდეა ზრდა, ხოლო რაც შეეხება ჩვენს რეალიზაციებში ეს ორნიშნა რიცხვი ბევრად მეტია, რამეთუ კომპანიამ ბევრი კარგი ღონისძიებები ჩაატარა, დაწყებული გათამაშებით, რებრენდინგით და სხვადასხვა ღონისძიებებით, მაღალი ხარისხის სერვისებითა და მომსახურებით კიდევ უფრო მოვიზიდეთ მომხმარებლები“, - აღნიშნა ხორავამ.
ნავთობის ფასი ორი სესიის შემდეგ დაეცა, რადგან სუსტმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა მოთხოვნაზე იქონია გავლენა.
ირკვევა, რომ Brent-ის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები 49 ცენტით, ანუ 0,7%-ით დაეცა და ბარელზე 73,21 დოლარი შეადგინა. აშშ-ის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები 50 ცენტით, ანუ 0,7%-ით გაიაფდა და ბარელზე 70,69 დოლარამდე შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
31.07.2026.19:31
საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორია.
ფოთის საჭადრაკო კლუბის ორგანიზებით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც 530-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 300-ზე მეტი ქართველი იყო. ტურნირის ფარგლებში 22-მა ქართველმა მოჭადრაკემ 25 გამარჯვება მოიპოვა.
ფოთის საჭადრაკო კლუბისა და ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერია.
ინფორმაციისთვის, ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქის ყოველწლიური საერთაშორისო საჭადრაკო ღონისძიებაა, რომელიც ფოთის საჭადრაკო კლუბის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. წელს ფოთი ფესტივალს უკვე მეცხრამეტედ მასპინძლობს.
ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 25-მდე სხვადასხვა ტურნირი ჩატარდა. მონაწილეებმა სხვადასხვა სარეიტინგო და ასაკობრივ კატეგორიაში: A, B, C, D და E Open-ებსა და ბავშვთა ტურნირებში იასპარეზეს. ძირითადი შეჯიბრებები 9 ტურად, შვეიცარიული სისტემით გაიმართა, მიღებული შედეგები კი საერთაშორისო რეიტინგში აისახა. თითოეულ ტურნირში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ.
ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს როგორც გამოცდილ მოთამაშეებს, ისე ახალგაზრდა მოჭადრაკეებს, საერთაშორისო გარემოში გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები, დააგროვონ გამოცდილება და გადადგან შემდეგი ნაბიჯები პროფესიული განვითარების გზაზე.
შეგახსენებთ, რომ ფოთის საჭადრაკო კლუბი 1948 წელს გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ჭადრაკის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
დღეს საქართველოს ბანკი კლუბის მთავარი მხარდამჭერია და პარტნიორობის ფარგლებში ხელს უწყობს ახალი თაობის მოჭადრაკეების განვითარებას. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოთამაშეების მხარდაჭერა კი ამ პარტნიორობის კიდევ ერთი გაგრძელებაა.
აღსანიშნავია, რომ ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში დაბადებული ქართველი მოჭადრაკის, ქალთა მსოფლიო ჩემპიონობის ორგზის პრეტენდენტის და ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის - ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს. ყოველწლიურად კი ფესტივალი ასობით მონაწილეს მასპინძლობს.