სასტუმრო Park Hotel Tsinandali Tripadvisor-ის ნომინაციაში „მოგზაურთა არჩევანი“ გამარჯვებული გახდა
„სილქ ჰოსფითალითის“ ჯგუფში შემავალი სასტუმრო Park Hotel Tsinandali Tripadvisor-ის ნომინაციაში “მოგზაურთა არჩევანი” გამარჯვებული გახდა.
როგორც „სილქ ჰოსფითალითის“ ჯგუფში განმარტავენ, Tripadvisor-ის Travelers’ Choice-ის ჯილდო მსოფლიოს სასტუმროების მხოლოდ 10%-ს გადაეცემა.
Tripadvisor მოგზაურთა საყვარელ ადგილებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წლის განმავლობაში მიღებული შეფასებებისა და რეიტინგების საფუძველზე ავლენს.
„დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს ასეთი უკუკავშირისთვის და განსაკუთრებული მადლობა „პარკ ჰოტელის“ თითოეულ თანამშრომელს მათი შრომისა და ერთგულებისთვის! ყოველი დადებითი შეფასების უკან სწორედ სასტუმროს გუნდი, მათი სტუმართმოყვარეობა და პროფესიონალიზმი დგას“, - აცხადებენ „სილქ ჰოსფითალითის“ ჯგუფში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.