სასტუმრო Radisson Collection-ი LUXE Global Awards-ის 3 ნომინაციის გამარჯვებულია
Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-მა LUXE Global Awards-ის 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას Silk Road Group-ი ავრცელებს.მათივე ცნობით Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-ი გახდა მფლობელი შემდეგი ნომინაციებისა: საუკეთესო ისტორიული სასტუმრო, საუკეთესო კულტურული სასტუმრო და საუკეთესო ღვინის მამულის სასტუმრო.
„მოხარულები ვართ, რომ „რადისონ ქოლექშენმა“ LUXE Global Awards -ის 3 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება: საუკეთესო ისტორიული სასტუმრო, საუკეთესო კულტურული სასტუმრო, საუკეთესო ღვინის მამულის სასტუმრო.
LUXE Global ყოველწლიურად ასახელებს გამორჩეულ ობიექტებს სტუმარმასპინძლობის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - აღნიშნულია Silk Road Group-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.