სასტუმრო ტელეგრაფის ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet” პირველ გამოფენას მასპინძლობს
სასტუმრო ტელეგრაფში, სილქნეტის მხარდაჭერით, ახალი სივრცე გაიხსნა, რომელიც გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს და სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.
ახალ დარბაზში პირველი გამოფენა მულტიმედიური არტისტის, ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრების გამოფენას დაეთმო. ეს მხატვრის ბოლო ერთი წლის მანძილზე შექმნილი ექსპოზიციაა.ნახატები მისტიკურ და სიურეალისტურ პეიზაჟებს ბუნდოვან ჰორიზონტებთან აერთიანებს. ფერწერის და გრაფიკის გარდა, ავტორი კოლაჟებს, ინსტალაციებს, არტ ობიექტებს და ვიდეოარტს ქმნის. მისი ნამუშევრები დაცულია გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-ს, საბერძნეთის, შვეიცარიის, ჩინეთის, თურქეთის და საქართველოს კერძო კოლექციებში.
“სილქ როუდ ჯგუფი, კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა ხელოვნების მხარდაჭერით. ეს ახალი სივრცეც არის ამის ერთ-ერთი დასტური, იმ მნიშნვნელოვანი დიდი პროქტების გარდა, რასაც კომპანია ახორციელებს. მიხარია, რომ ამ სივრცის გახსნა ჩემი ნამუშევრებით მოხდა. უმეტესად ეს არის ბოლო 1 წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები, ჯერ არსად არ გამოფენილა და პირდაპირ ჩემი სტუდიოდან გადმოვიდა ამ სივრცეში.” - მხატვარი ტატო ახალკაციშვილი.
სილქნეტისა და “სილქ ჰოსფითალითის” თანამშრომლობით, არაერთი გამოფენა გამართულა, თბილისის და წინანდლის საგამოფენო სივრცეებში. გასულ წლებში რედისონში ლევან ჭოღოშვილის, ზურა აფხაზის ნამუშევრები გამოიფინა. ასევე სილქნეტის მხარდაჭერით წინანდალში აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის, გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის, ავანგარდი სცენოგრაფის, ირაკლი გამრეკელის და ფერმწერის ფელიქს ვარლას გამოფენები გაიმართა. საგამოფენო სივრცე გვირაბში სეზონი თანამედროვე არტისტის ლია ბაგრატიონის ინსტალაციებით გაიხსნა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
23.10.2026.19:57
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.
eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.
ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:
• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina