მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

news image
mbc image

სილქნეტი და სილქ ჰოსფითალითი განაგრძობენ ქართველი ხელოვანების მხარდაჭერას და ამჯერად, სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრებს წარადგენენ.

კომპანია სილქნეტის ახალი სივრცე “Network Lounge” სხვადასხვა ღონისძიებას რამოდენიმე თვეა მასპინძლობს. ტექსტილი, როგორც დამოუკიდებელი მხატვრული მედიუმი, პირველად წარსდგა ამ სივრცეში. პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექსტილის ურთიერთმიმართებას ტრადიციულ რეწვასთან, მატერიალურ კულტურასა და თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასთან. ასევე, განხილული იყო ავტორის შემოქმედება, რომლის მრავალწლიანი პრაქტიკა ტექსტილის ისტორიულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე სახელოვნებო მიდგომებს შორის დიალოგს ეფუძნება.

სილქნეტისა და სილქ ჰოსფითალითის თანამშრომლობით, არაერთი გამოფენა გამართულა თბილისსა და წინანდალში. მათ შორის, ლევან ჭოღოშვილის, ზურა აფხა-ზის, თუთუ კილაძის, ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრებს დაეთმო სილქ ჰოსპიტალიტის სივრცეები. ასევე სილქნეტის მხარდაჭერით, წინანდალში აბსტრაქციონისტი ფერმწერის ჯიბსონ ხუნდაძის, გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის, ავანგარდი სცენოგრაფის ირაკლი გამრეკელის, ფერმწერის ნათელა იანქოშვილის და ემიგრანტი მხატვრის ფელიქს ვარლას გამოფენები გაიმართა. საგამოფენო სივრცე გვირაბში კი თანამედროვე არტისტის ლია ბაგრატიონის ინსტალაციები იყო წარმოდგენილი.

ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების გამოფენა ივლისის ბოლომდე დარჩება “ტელეგრაფის” Network Lounge-ს სივრცეში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ჭავჭავაძის 64ბ“-მ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა

25.08.2026.17:05

„ჭავჭავაძის 64ბ“-მ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური ჩართულობით, საერთაშორისო ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ახალი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობა 12.5 მილიონ დოლარსა და 6 მილიონ ევროს შეადგენს.

ფასიანი ქაღალდების ვადა 2 წელს შეადგენს, ხოლო კუპონის გადახდა ნახევარწლიურად განხორციელდება. საპროცენტო განაკვეთი აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციებისთვის 7.5%-ით განისაზღვრა, ხოლო ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის 7.0% შეადგინა.

ტრანზაქცია ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„მოხარული ვართ, რომ „გალტ & თაგარტი“ „ჭავჭავაძის 64ბ“-ს ექსკლუზიური პარტნიორია და კომპანიასთან ერთად უკვე მეორე ერთობლივ გარიგებას ვახორციელებთ. ვულოცავთ კომპანიას ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას, რომელზეც ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. აღნიშნული ემისია კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი ბაზრის მზარდ შესაძლებლობებს და ინვესტორების ინტერესს მაღალი დონის, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებული ემიტენტების მიმართ. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, დღემდე, ჩვენმა გუნდმა ჯამურად თითქმის 3 მილიარდი ლარის მოცულობის ემისიებში მიიღო მონაწილეობა. „გალტ & თაგარტი“ აგრძელებს ახალი შესაძლებლობების შექმნას საინვესტიციო-საბანკო მიმართულებით, რაც ამ ემისიის ფარგლებშიც ნათლად გამოვლინდა. “ - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

„ჭავჭავაძის 64ბ“-ის მეორე წარმატებული ემისია, „რედიქს ჯგუფისათვის“ მნიშვნელოვანი წარმატებაა. ფასიანი ქაღალდების გამოშვება ჩვენთვის დაფინანსების ეფექტიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა, რაც თავის მხრივ ინვესტორების მაღალ ინტერესს და კომპანიის მიმართ ნდობას ადასტურებს. მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს“ პროფესიული მხარდაჭერისათვის, ეკონომიკის განვითარების კორპორაციას - თანამშრომლობისათვის, ხოლო ინვესტორებს, კვლავ ნდობისათვის. - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა, კომპანიის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მფლობელმა.

ინფორმაციისთვის, „ჭავჭავაძის 64ბ“ უძრავი ქონების მენეჯმენტ კომპანია - „რედიქსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს ინვესტირებას.

„ჭავჭავაძის 64ბ“ ფლობს და მართავს პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრს. კომპანიის მოიჯარეები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, დიპლომატიური კორპუსები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა